1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა
მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა

მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა

6.73K
0

68 წლის ასაკში მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“ქართული კინოს მშვენება, ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა. გამოსვენება კვირას, წინამძღვრიშვილის 112, – წერს ხერხეულიძე.

კოტრიკაძეს ქართველი მაყურებელი იცნობდა როლებით ფილმებში მხიარული რომანი და მოიტაცეს თამარ ქალი.

მსახიობმა პირველი როლი 15 წლის ასაკში, სოსო ჩხაიძის ფილმში მეთხუთმეტე გაზაფხული შეასრულა. კოტრიკაძემ სამსახიობო კარიერა ადრეულ ასაკში დაასრულა.