1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ოპოზიცია ემზადება სრული კრახისთვის და მორიგი წაგებისთვის -ირაკლი ღარიბაშვილი
ოპოზიცია ემზადება სრული კრახისთვის და მორიგი წაგებისთვის -ირაკლი ღარიბაშვილი

ოპოზიცია ემზადება სრული კრახისთვის და მორიგი წაგებისთვის -ირაკლი ღარიბაშვილი

231
0

ოპოზიცია ემზადება სრული კრახისთვის და მორიგი წაგებისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„არ არსებობს ცალკე აღებული არც ხაზარაძე და არც სხვა რეალური ნამდვილი ოპოზიცია. ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფები. მინდა გითხრათ, რომ ოპოზიცია ემზადება სრული კრახისთვის და მორიგი წაგებისთვის. მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ საუბარი გვაქვს ყველაზე ანტიეროვნულ, ანტიქართულ მოვლენაზე, რომელმაც ჩვენს ქვეყანას ყველაზე დიდი უბედურება დამართა – ეს არის აგვისტოს ომი და ოკუპაცია. ჩვენი ტერიტორიების 20% ჩააბარეს რუსეთს და გაწირეს ჩვენი ხალხი ამ ომისთვის. მათი მემკვიდრეობა არის წამება, არაადამიანური მოპყრობა, საშინელი ტერორი და ა.შ. ამ ყველაფრის თანამონაწილე იყო მამუკა ხაზარაძე“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.