ნერგეთში მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში საძიებო სამუშაოებს ახორციელებდნენ
521
0
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში საძიებო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნერგეეთში, მეწყერში მოყოლილი 8 პირის ცხედარი ნაპოვნია, ერთის მიმართ კი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები.
„სტიქიის ზონაში, 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, შესაბამისი აღჭურვილობით, მცურავი საშუალებებით, ტექნიკითა და დრონებით ახორციელებს სამძებრო სამუშაოებს.
ძებნა-შველის ღონისძიებაში, ასევე ჩართულია კინოლოგთა ჯგუფი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.