1. Home
  2. TOP სიახლე
  3. როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

578
0

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. 8 თებერვლამდე საქართველოს უმეტეს რეგიონებში ამინდის მკვეთრი გაუარესება და ძლიერი ნალექია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, დღეისთვის როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი უმეტესად თოვლის სახით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 6-დან 11 გრადუსამდე იქნება.

რაც შეეხება დედაქალაქს, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ძლიერი ქარი, ჰაერის ტემპერატურა კი +9 გრადუსამდე გაიზრდება.

8 თებერვლიდან სინოპტიკოსები სრულიად საქართველოს მასშტაბით, ტემპერატურის მკვეთრ მატებას და უნალექო ამინდს ვარაუდობენ.