1. Home
  2. TOP სიახლე
  3. როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

948
0

1-ელ თებერვალს ქუთაისში +11 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2. ბათუმშიც უნალექო ამინდია. დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი. +10 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით 0 გრადუსი იქნება, ღამით კი -12 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში უნალექო დღე და +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -5 გრადუსი. ახალციხეში უნალექო დღე და ცოტაოდენი ნიავია მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -13 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში უნალექო დღეა. დღისით +5 იქნება, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც ანალოგოური ამინდია ნავარაუდები. დღისით 0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -15 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +8 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება, ღამით კი -7 გრადუსი, სუსტი ქარი დაფიქსირდება.

გუდაურში აღარ თოვს. დღე -1 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -11 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით -1, ღამით კი -11 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +9 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით მზიანი ამინდი და +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -4 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +7 გრადუსი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

რუსთავში დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -3 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია უნალექო დღე.