1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, „ხალხის ძალა“ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ თუ მოითხოვდა გამოძიებას, რადგან რასაც ამბობენ, თუ აღასრულეს, ყველა პრემიერის მიმართ საქმეა აღსაძრავი -იაგო ხვიჩია
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, „ხალხის ძალა“ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ თუ მოითხოვდა გამოძიებას, რადგან რასაც ამბობენ, თუ აღასრულეს, ყველა პრემიერის მიმართ საქმეა აღსაძრავი -იაგო ხვიჩია

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, „ხალხის ძალა“ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ თუ მოითხოვდა გამოძიებას, რადგან რასაც ამბობენ, თუ აღასრულეს, ყველა პრემიერის მიმართ საქმეა აღსაძრავი -იაგო ხვიჩია

208
0

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ „ხალხის ძალა“ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვდა, რადგან რასაც ისინი ამბობენ, თუ ეს აღასრულეს, საქართველოს ყველა პრემიერ-მინისტრის მიმართ საქმეა აღსაძრავი, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩიამ უპასუხა კითხვას „ხალხის ძალის“ მიერ აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ განცხადებაზე.

„აქამდე სად იყვნენ, თუ ეს იცოდნენ? 11 წელია, ხელისუფლებაში არიან და აქამდე რას აკეთებდნენ? ამ ხნის განმავლობაში ვინ არ იყო პრემიერი, დაწყებული ივანიშვილით, დამთავრებული გახარიათი, ყველა პასუხისგებაშია მისაცემი, „ხალხის ძალას“ რომ დავუჯეროთ. ყურებს არ ვუჯერებდი, ეს რომ მოვისმინე – რა დაუშავა ბიძინა ივანიშვილმა გურამ მაჭარაშვილს ისეთი, რომ მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს?“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით მოძრაობა „ხალხის ძალამ“ დღეს განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: „ხელისუფლებამ სახელმწიფოს და ჯარის ინტერესები ეფექტიანად დაიცვა, ახლა გვაქვს შესაძლებლობა, გავარკვიოთ, მოხდა თუ არა ის, რაზეც „ნაცმოძრაობა“ და სალომე ზურაბიშვილი შეთანხმებული არიან – რომ 2008 წელს ომი სააკაშვილმა დაიწყო“.