იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 110-ს მიაღწია
324
0
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 110-ს მიაღწია, დაკარგულად მიიჩნევა 200-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
7,6 მაგნგიტუდის მიწისძვრა იშიკავის პრეფექტურაში პირველ იანვარს მოხდა.
მიწისძვრის შემდეგ რამდენიმე გზა ამ დრომდე ბლოკირებული რჩება, რაც სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ართულებს.
ამჟამად სტიქიით დაზარალებულ რეგიონში საევაკუაციო ცენტრებში 31 ათასამდე ადამიანი რჩება. ადგილობრივი მთავრობის ცნობით, 66 ათასი ოჯახი წყლის გარეშეა დარჩენილი.