1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ვინც სამართალდარღვევას და დანაშაულს სჩადის, უხერხულობას უნდა განიცდიდეს” – მიხეილ სარჯველაძე
“ვინც სამართალდარღვევას და დანაშაულს სჩადის, უხერხულობას უნდა განიცდიდეს” – მიხეილ სარჯველაძე

“ვინც სამართალდარღვევას და დანაშაულს სჩადის, უხერხულობას უნდა განიცდიდეს” – მიხეილ სარჯველაძე

1.31K
0

ვინც სამართალდარღვევას და დანაშაულს სჩადის, უხერხულობას უნდა განიცდიდეს. ეს უხერხულობა არის არა მხოლოდ ეთიკური, არამედ სამართლებრივი საკითხი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძეს კითხვა დაუსვეს „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე სომხეთში დავით კეზერაშვილის ბიძაშვილი დააკავეს.

„ვინც არ უნდა იყოს დანაშაულის ჩამდენი, თუ კვალი მასთან მივა, რასაკვირველია, ისეთი რეაგირება იქნება, რასაც ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა მოითხოვს. გაითვალისწინეთ, რომ ეს არის საერთაშორისო დანაშაული და საერთაშორისო სამართლის ვალდებულება, რომ საქართველოს ყველა სათანადო პასუხი ჰქონდეს.

გახსოვთ, კეზერაშვილი მხილებულია თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებისთვის და მან ამის საპირისპიროდ საზოგადოებაში იმ აზრის ტირაჟირებას შეეცადა, რომ რაღაც ფორმით ის იყო მედიადევნილი და მედიასაქმიანობისთვის იდევნებოდა. სამწუხაროდ, ბევრი პირისთვის, ვინც სამართლებრივ წესრიგთან კონფლიქტშია, მედიაში გავლენების ქონა მათი მხრიდან გამოიყენება არც თუ კეთილსინდისიერად, საიმისოდ, რომ სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გასათავისუფლებლად ინდულგენცია გახდეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.