პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
პოლონელმა მესაზღვრეებმა საქართველოს 27 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც პოლონეთ-ლიტვის საზღვარზე არალეგალური მიგრანტები გადაჰყავდა.
ოფიციალური ინფორმაციით, შემთხვევა 8 ივლისს, პოლონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, სოფელ ვიჟაინიში მოხდა.
შემოწმების მიზნით მესაზღვრეებმა პოლონური სარეგისტრაციო ნომრების მქონე მიკროავტობუსი გააჩერეს, რომელსაც საქართველოს მოქალაქე მართავდა. აღმოჩნდა, რომ სალონში ერაყის 15 მოქალაქე იმყოფებოდა. ყველა მათგანმა არალეგალურად გადაკვეთა პოლონეთ-ლიტვის საზღვარი. ლიტვის მიგრანტთა ცენტრის სერთიფიკატები იყო ერთადერთი დოკუმენტი, რომლის მიწოდებაც ერაყელებმა შეძლეს.
ფორმალური ღონისძიებების შემდეგ, რეადმისიის ფარგლებში ლიტვურ მხარეს გადაეცა 15 არალეგალური ემიგრანტი.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეს, რომელიც „კურიერად“ მუშაობდა, სუვალკის რაიონულმა სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შუფარდა.