1. Home
  2. TOP სიახლე
  3. გლდანის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა
გლდანის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა

გლდანის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა

258
0

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო, – ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიების დაწყების საფუძველი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზე პენიტენციური სამსახურიდან შემოსული შეტყობინება გახდა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის 11 ივლისს, დაახლოებით 03:10 საათზე​ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულმა პატიმარმა სუიციდი განახორციელა.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს“, – აცხადებენ უწყებაში.