“ევროკავშირი მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივ განცხადებას” – ჯოზეფ ბორელი
517
0
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯად აფასებს.
„ევროკავშირი მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივ განცხადებას დაკავებულთა ორმხრივი გათავისუფლებისა და ნდობის აღდგენის სხვა ზომების შესახებ, რაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯია. ვეთანხმებით – არსებობს ისტორიული შანსი რეგიონში მშვიდობის მისაღწევად და მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ამ ძალისხმევას“, – აცხადებს ბორელი.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ტყვეების გაცვლასა და ურთიერთობების შემდგომ ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ.