1. Home
  2. TOP სიახლე
  3. გავიდეთ ქალაქში, გავარკვიოთ, რას ფიქრობს ხალხი ჩემზე და შენზე – გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს
გავიდეთ ქალაქში, გავარკვიოთ, რას ფიქრობს ხალხი ჩემზე და შენზე – გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს

გავიდეთ ქალაქში, გავარკვიოთ, რას ფიქრობს ხალხი ჩემზე და შენზე – გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს

188
0

მინდა, მივმართო კახი კალაძეს, გავიდეთ ქალაქში და გავარკვიოთ, რას ფიქრობს ხალხი ჩემზე და შენზე. ჩვენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის კოლაფსი გვაქვს, რაც გამოწვეულია კორუფციული ქმედებებით, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებას.

საუბარია განცხადებაზე, სადაც კახა კალაძემ აღნიშნა: „გიორგი ვაშაძე არის დეგრადირებული, გაქსუებული პოლიტიკოსი. მას ჰგონია, ისევ ის წლებია, როდესაც ყალბ პირადობის მოწმობებს ბეჭდავდნენ, ვერ მოიშალა ტყუილების თქმა“.

ვაშაძის განცხადებით, „სისტრას“ დოკუმენტში კონკრეტულად არის განმარტებული, რომ, „ბასლაინთან“ ერთად, სულ მცირე, ორი სამანქანო ზოლი უნდა იყოს.

„მინდა, მივმართო კახი კალაძეს, მე ნამდვილად ვერ აგყვები უზრდელობაში, რადგან არ მგონია, ეს არის ის სტანდარტი, რითიც პოლიტიკაში უნდა მოქმედებდე. კახი, იმისთვის, რომ გავარკვიოთ, რას ფიქრობს ხალხი ჩემზე და შენზე, გთავაზობ, როცა შენ გინდა, დღეს ან ხვალ, ექვს საათზე გავიდეთ ქალაქში, დავდგეთ იმ ადგილზე, სადაც შექმენი მართლაც სატრანსპორტო კოლაფსი. თუ გინდა, ჩავსხდეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თუ გინდა გავესაუბროთ ხალხს და გავარკვიოთ, რას ფიქრობენ თბილისში მცხოვრებლები შენზე და ჩემზე. მგონი, კარგი იქნება, შენივე ყურით მოისმინო, რა წარმოდგენის არის ხალხი შენზე. უზრდელობა კი უვიცების მახასიათებელია და უვიცობაში ნამდვილად ვერ შეგეჯიბრები ვერცერთ შემთხვევაში.

რაც შეეხება თბილისში არსებულ სატრანსპორტო კოლაფსს, რომელსაც უნდა დავარქვათ „კალაძის საცობები“, რომელიც არის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე მანქანებით გადაადგილების დროს, კითხვა არ გიყვარს, ამიტომ წამოგიღე ფოტო, რომელიც „სისტრამ“ გააკეთა და მოგცა რეკომენდაცია. აქ ძალიან კონკრეტულად არის ნათქვამი, რომ ორი სამანქანო ზოლი უნდა იყოს და ე.წ. ბასლაინი. რომელი ქუჩა შეესაბამება ამ ვერსიას? ფოტოს გაჩვენებ, რადგან კითხვა არ გიყვარს ან არ იცი. წაგიკითხავ „სისტრას“  რეკომენდაციას, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტაციაშია მოცემული: „მინიმალური შეზღუდვა სამანქანო მოძრაობისთვის – ყოველთვის შესაძლებელი უნდა იყოს, სულ მცირე, ორი სამანქანო ზოლი თითოეული მიმართულებით“. სად არის ეს ჭავჭავაძეზე, ქეთევან წამებულსა და წერეთელზე ან სხვა მიმართულებებზე, სადაც „ბასლაინებს“ აკეთებთ? „ბასლაინების“ წინააღმდეგი კი არ ვართ, პირიქით, მომხრე ვართ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს გამართული, რასაც სისტემური მიდგომა სჭირდება. კახი, 2017 წელს შენთან ერთად დებატებში ვიდექი, სადაც ვამბობდი, რომ ქალაქს სჭირდება სისტემური, სწორი მენეჯმენტი, მართვა, რათა კოლაფსი არ იყოს ქალაქში. დღეს კოლაფსი გვაქვს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სამშენებლო სექტორში, რაც გამოწვეულია შენი კორუფციული ქმედებებით. ქუჩაში ხალხთან თუ არ გამომყვები, ნებისმიერ დროს მზად ვარ, შენთვის სასურველ ტელეარხზე, მაგალითად, „იმედზე“, „რუსთავი 2“-ზე, სადაც შენ თავს კომფორტულად გრძნობ, დავსხდეთ და ხალხის თვალწინ გავარჩიოთ ყველა რეკომენდაცია, როგორ უნდა იმართებოდეს სატრანსპორტო პოლიტიკა ქალაქში“, – განაცხადა ვაშაძემ.