1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “რუსეთისთვის სანქციების დაწესება თავის მოტყუებაა და საქართველოს მოქალაქეების სანქცირებას ნიშნავს”-მამუკა მდინარაძე
“რუსეთისთვის სანქციების დაწესება თავის მოტყუებაა და საქართველოს მოქალაქეების სანქცირებას ნიშნავს”-მამუკა მდინარაძე

“რუსეთისთვის სანქციების დაწესება თავის მოტყუებაა და საქართველოს მოქალაქეების სანქცირებას ნიშნავს”-მამუკა მდინარაძე

225
0

რუსეთისთვის სანქციების დაწესება თავის მოტყუებაა და საქართველოს მოქალაქეების სანქცირებას ნიშნავს – გიჟები ხომ არ ვართ ეს გავაკეთოთ?! – ნამდვილად არ ვართ გიჟები, საგარეო ურთიერთობებზე ოპოზიციის ინიციატივებს მხარს არ დავუჭერთ , – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე რუსეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესების თაობაზე „ლელოს“ რეზოლუციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ერთადერთი მიზანი რაც „ლელოს“ ინიციატივას შეიძლება ჰქონდეს, არის ქართული ინტერესების დაზიანება“.

მისივე თქმით, ოპოზიცია რუსეთთან დაკავშირებული ინიციატივებით ცდილობს, ეკონომიკა ჩამოშალოს და ამ გზით პოლიტიკურ წარმატებას მიაღწიოს.

„ზოგჯერ შეცდომით ამბობენ ხოლმე, ხან განზრახ, რომ საქართველო სანქციებს არ უერთდება და ამით იძლევა საშუალებას, რომ ვიღაცამ გვერდი აუაროს სანქციებს. ეს სწორად უნდა განვუმარტოთ მოქალაქეებს. სანქციების მიერთება თუ იმას გულისხმობს, რომ არავის ეძლევა საშუალება საქართველოში სანქციებს გვერდი აუაროს, ამ შემთხვევაში ჩვენ სანქციებს მიერთებული ვართ, ჩვენი მხრიდან თუ ცალკე აღებული სანქციების დაწესებაზეა საუბარი, ბუნებრივია, ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, რადგან 0.3 პროცენტიან წილში რუსეთის ეკონომიკასთან მიმართებით, როცა საქართველოდან ექსპორტზეა ლაპარაკი, ამით რუსებს საერთოდ ვერაფერს უზამ, მაგრამ პირიქით, 10 პროცენტზე მეტი ზიანი უნდა მიიღო. ე.ი. რუსეთისთვის სანქციების დაწესება ნიშნავს თავის მოტყუებას და საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებას. არ ვაპირებთ საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებას, სიტყვით იქნება ისე, რომ თითქოს რუსეთს დაუწესდა და ამ დროს საქართველოს მოქალაქეებს უნდა დაუწესო და გიჟები ხომ არ ვართ?! ნამდვილად არ ვართ გიჟები და ამიტომ არის რომ კონკრეტულ წარმატებებს ვაღწევთ. შესაბამისად, საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით არც ერთ მათ ინიციატივას მხარს არ დავუჭერთ, რადგან ყველა შემთხვევაში მტკიცდება, რომ ეს მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ და ეკონომიკის ჩამოშლით ფიქრობენ, რომ მიაღწევენ უფრო მეტ წარმატებას და არ ვაპირებთ, რომ ასე დავეხმაროთ მათ და არც საქართველოს მოსახლეობის დაზარალებას ვაპირებთ”, – განაცხადა მდინარაძე