1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურის ოთხი მოადგილე თანამდებობებიდან გადააყენა
ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურის ოთხი მოადგილე თანამდებობებიდან გადააყენა

ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურის ოთხი მოადგილე თანამდებობებიდან გადააყენა

1.08K
0

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურის ოთხი მოადგილე გადააყენა თანამდებობებიდან.

შესაბამისი ბრძანებები უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კერძოდ, გვარდიის მეთაურის პირველი მოადგილის თანამდებობა დატოვა ვლადიმირ კონდრატიუკმა, ხოლო მოადგილის თანამდებობები – ალექსანდრ ნაბოკმა, ოლეგ სახონმა და ნიკოლაი მიკოლენკომ.

ამასთან, კონდრატიუკის შემცვლელს, ზელენსკის გადაწყვეტილებით, გვარდიის მეთაურის პირველი მოადგილე ვადიმ გლადკოვი იქნება, მოადგილეების თანამდებობებს კი ალექსანდრ ბელოუსი და ალექსეი ოსიპენკო დაიკავებენ.