1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 2024 წელს უკრაინაში არც საპრეზიდენტო, არც საპარლამენტო და არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ ჩატარდება -დავით არახამია
2024 წელს უკრაინაში არც საპრეზიდენტო, არც საპარლამენტო და არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ ჩატარდება -დავით არახამია

2024 წელს უკრაინაში არც საპრეზიდენტო, არც საპარლამენტო და არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ ჩატარდება -დავით არახამია

335
0

უკრაინის მმართველი ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია აცხადებს, რომ 2024 წელს უკრაინაში არც საპრეზიდენტო, არც საპარლამენტო და არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ იქნება.

როგორც არახამიამ აღნიშნა, დასავლელი პარტნიორები უკრაინაში არჩევნების ჩატარებას არ მოითხოვენ, თუმცა პერიოდულად ამ საკითხის წამოწევა ხდება.

მისი განცხადებით, არავინ იცის, როგორ უნდა მისცენ ხმა არჩევნებზე სამხედროებმა ან შეძლებენ თუ არა ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას, ასევე, როგორ უნდა გამოხატონ ნება საზღვარგარეთ მყოფმა უკრაინელებმა.

„ვფიქრობ, რომ მომავალ წელს რაიმე სახის არჩევნები ვერ ჩატარდება. მომავალ წელს უკრაინაში არც საპარლამენტო, არც ადგილობრივი თვითმმართველობის და არც საპრეზიდენტო არჩევნები არ იქნება“, – განაცხადა არახამიამ.

როგორც უკრაინული მედია წერს, მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თქვა, რომ არჩევნების საკითხი ჯერ დახურული არ არის და პრეზიდენტი ზელენსკი სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს.