1. Home
  2. სიახლეები
  3. საზოგადოება
  4. 8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

280
0

ვერძი

ეს დღე უახლოესი კვირების მანძილზე თქვენს ქმედებებს განსაზღვრავს. სავარაუდოდ, ვიღაც ძველი ვალის დაბრუნებას ან გადასახადის გადახდას მოგთხოვთ, მაგრამ სანერვიულო არაფერია – შემოსავალი ხარჯზე მეტი იქნება. თუ არ იზარმაცებთ, ამ დღეს ყველა დაგეგმილი საქმის გაკეთებას შეძლებთ.

კურო

ხელსაყრელი დღეა ბავშვის ჩასახვისა და ინტიმური ურთიერთობისთვის, მაგრამ ცუდი დიდი შესყიდვებისთვის. ეცადეთ ყველა უსიამოვნება, რომელიც ამ დღეს გელით, უემოციოდ აღიქვათ. სამსახურში, უფროსებთან რთული საუბარი ავტორიტეტის განმტკიცებაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

ეს დღე სასიყვარულო ურთიერთობებში წარმატებას და სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ. თუ მეგობრებმა თეატრში ან კინოში მიგიწვიეს, უარს ნუ იტყვით – რთული კვირის შედეგ დასვენება გჭირდებათ. კომერციული ოპერაციები წარმატებით დასრულდება, ასევე მოსალოდნელია დახმარება უცხოეთიდან.

კირჩხიბი

ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული, თორემ შეიძლება, ფინანსურად დაზარალდეთ. სამსახურში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან მარტივი შეცდომა უამრავ პრობლემას მოგიტანთ. სასურველია, რამდენიმე დღით გადადოთ ფინანსურ საკითხებზე მუშაობა და, რაც მთავარია, საბუთებს ხელი არ მოაწეროთ.

ლომი

მშვიდი, არაფრით გამორჩეული დღეა, ამიტომ სიურპრიზებს არ უნდა ელოდოთ. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებში ტყუილი არ გამოგადგებათ – ამით მხოლოდ საკუთარ თავს დააზარალებთ. თავს დაღლილად გრძნობთ და მუშაობა ისე გაღიზიანებთ, როგორც არასდროს.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა თვითგანათლებისა და ზოგადი მსოფლმხედველობის გაფართოებისთვის. დღის მეორე ნახევარში უსიამოვნო სიახლე ან გარემოებათა არახელსაყრელი კომბინაცია გელით. ფინანსური სირთულეები ნუ შეგაშინებთ – მთავარია, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

სასწორი

ამ დღეს შეგიძლიათ, ბიზნესში წარმატების იმედი გქონდეთ. მამაკაცები რაინდული საქციელით გარშემო მყოფებს გააოცებენ. ეცადეთ, საოჯახო საქმეებს მეტი დრო დაუთმოთ და ოჯახის წევრებთან საქმის გარჩევას ნაკლები. თუ არ იზარმაცებთ, ამ დღეს ბევრი დაგეგმილი საქმის გაკეთებას შეძლებთ.

მორიელი

არახელსაყრელი დღეა უფროს ნათესავებთან ურთიერთობისთვის. არ დაგავიწყდეთ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე სიტუაცია კარგად უნდა შეისწავლოთ. ხელსაყრელი დღეა სამთავრობო უწყებებში ვიზიტისთვის – კვალიფიციური ექსპერტის რჩევა მნიშვნელოვანი საკითხის სწრაფად მოგვარებაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ძლიერი ნებისყოფა უამრავი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. კომერციული ოპერაცია წარმატებით დასრულდება და იმაზე მეტ შემოსავალს მოგიტანთ, ვიდრე ელოდით. მოსალოდნელია დახმარება უცხოეთიდან.

თხის რქა

პლანეტების განლაგება მნიშვნელოვანი საქმის დასრულებაში და თამამი იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ. პროექტი, რომლის დაწყებას გეგმავთ, მაქსიმალურ სიმშვიდეს მოითხოვს. ამ დღის სიმბოლოა გულმოდგინე შრომა.

მერწყული

ამ დღეს საქმიანი შეხვედრები არ უნდა დაგეგმოთ. ნუ დაივიწყებთ ადამიანს, რომელიც რთულ დროს დაგეხმარათ – ახლა დახმარება მას სჭირდება. ეცადეთ, უფროსის კრიტიკა მშვიდად მიიღოთ და მუშაობის ხარისხი გააუმჯობესოთ.

თევზები

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა, თუმცა გირჩევთ, სარისკო მოქმედებებს მოერიდოთ. სასურველია, რომ შინაური ცხოველები ვეტერინართან არ მიიყვანოთ. თუ შესაძლებელია, ეს ვიზიტი რამდენიმე დღით გადადეთ.