1. Home
  2. TOP სიახლე
  3. იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს ეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს
იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს ეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს ეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

293
0

იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს ქალაქ ნარაში ერთ-ერთ ღონისძიებაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

 

ინფორმაციას „ბიბისი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

როგორც იაპონური მაუწყებელი NHK იუწყება, ყოფილ პრემიერს ზურგიდან ესროლეს, როდესაც ის სიტყვით გამოდიოდა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია. შინძო აბე კი ჰოსპიტალიზებულია. სააგენტო Kyodo News-ი წერს, რომ ყოფილი პრემიერი უგონოდაა.

 

შინძო აბე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2006-2007 და 2012-2020 წლებში იკავებდა. ის იაპონიის ისტორიაში ამ თანამდებობაზე ყველაზე ხანგრძლივი ვადით მსახურობდა. შინძო აბე 2020 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით გადადგა.