დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რესპონდენტთა 55% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, მეორე ადგილზე კი 20%-ით „ნაცმოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი” გავიდოდნენ -GORBI
211
0
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. შეკითხვაზე, „დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე გამოიყურება:
- „ქართული ოცნება“ 55%
- „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ 20%
- „გირჩი მეტი თავისუფლება“ და „დროა“ 4%
- „ლელო“ 4%
- „ევროპული საქართველო“ 3%
- „საქართველოსთვის“ 3%
- „პატრიოტთა ალიანსი“ 2%
- „ლეიბორისტული პარტია“ 2%
- „მოქალაქეები“ 1%
- „გირჩი“ 1%
- სხვა 5%
საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა GORBI-მ 30 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით, ანუ, კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დადებით რეკომენდაციამდე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 2024 სრულწლოვანი რესპონდენტი გამოკითხა. საველე სამუშაოები შემთხვევითი შერჩევის წესით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. ცდომილების ზღვარი +/- 2.2 %-ია.