1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ჰამასი” ისრაელზე თავდასხმის მეორე ეტაპისთვის ემზადებოდა -The Washington Post
“ჰამასი” ისრაელზე თავდასხმის მეორე ეტაპისთვის ემზადებოდა -The Washington Post

“ჰამასი” ისრაელზე თავდასხმის მეორე ეტაპისთვის ემზადებოდა -The Washington Post

131
0

„ჰამასის“ მებრძოლები, რომლებიც 7 ოქტომბერს ისრაელს დაესხნენ თავს, პირველი იერიშის წარმატების შემთხვევაში ქვეყნის სიღრმეში, უფრო მსხვილი ქალაქებისკენ გასვლას გეგმავდნენ. ამის შესახებ The Washington Post-ი 10-ზე მეტ წყაროზე დაყრდნობით წერს.

„მეორე ეტაპს გეგმავდნენ, მათ შორის ისრაელის უფრო მსხვილ ქალაქებსა და სამხედრო ბაზებზე თავდასხმას“, – განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.

ოქტომბრის თავდასხმის დროს, „ჰამასის“ დანაყოფებმა ღაზის სექტორსა და დასავლეთ ნაპირს შორის მდებარე ქალაქ ოფაკიმს მიაღწიეს. წყაროების ცნობით, ერთ-ერთი დანაყოფის წარმომადგენლებს თან ჰქონდათ რუკები და დაზვერვის მონაცემები, რომლებიც იმაზე მიანიშნებდნენ, რომ ტერორისტები დასავლეთ ნაპირის საზღვრამდე მისვლას გეგმავდნენ. მათ ასევე თან რამდენიმე დღის სამყოფი საკვები, იარაღი და საბრძოლო აღჭურვილობა ჰქონდათ. ამასთან, „ჰამასის“ გეგმების შესახებ ინფორმაცია ტყვედ აყვანილმა რამდენიმე ტერორისტმაც დაადასტურა.

გამოცემის რესპონდენტების შეფასებით, „ჰამასში“ გეგმავდნენ, რომ მასობრივი მკვლელობები და მძევლების აყვანა ისრაელის მხრიდან ძლიერ პასუხს გამოიწვევდა, მათ შორის ღაზაში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას და ასევე დასავლეთ ნაპირზე ძალადობის პროვოცირებას მოახდენდა და მთელ რეგიონში უფრო მასშტაბურ კონფლიქტს გამოიწვევდა.

ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელს თავს 7 ოქტომბერს დაესხა. შედეგად 1 400 ადამიანი დაიღუპა, 240-ზე მეტი კი მძევლად არის აყვანილი. ამის შემდეგ „ცაჰალმა“ ღაზის სექტორზე ავიაიერიშების განხორციელება დაიწყო. ოქტომბრის ბოლოს ისრაელელი სამხედროები სექტორის ტერიტორიაზე შევიდნენ.