1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

320
0

ვერძი

ამ რთულ სამუშაო დღეს გადაღლა რომ თავიდან აიცილოთ, პერიოდულად საქმეს უნდა მოწყდეთ და დაისვენოთ. გირჩევთ, დიდხანს არ იფიქროთ და გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღოთ, თორემ ხელსაყრელ შესაძლებლობას დაკარგავთ. საკუთარი გეგმების მეგობრებთან განხილვა სასარგებლო იქნება – მათი რჩევები სასურველი შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ.

კურო

ამ დღეს კოლეგებთან ან საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში შესაძლოა პრობლემები შეგექმნათ. ამის თავიდან ასარიდებლად მოერიდეთ კამათს და მოსაუბრეზე ზეწოლას. სასურველია, რომ დღის განმავლობაში ურთიერთობები შეძლებისდაგვარად შეზღუდოთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ კომპრომისებისა და დათმობის გზით მიზანს უფრო სწრაფად მიაღწევთ.

ტყუპები

გირჩევთ, პირად ურთიერთობებს მეტი ყურადღება დაუთმოთ. სავარაუდოდ, ოჯახის წევრებს და საყვარელ ადამიანებს თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. ამით თქვენ შორის ნდობა და ურთიერთგაგება გაღრმავდება. ახალი საქმის დაწყებამდე კარგად დაფიქრდით, ყველა რისკი და მოსალოდნელი შედეგი აწონ-დაწონეთ და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედეთ.

კირჩხიბი

მოემზადეთ რთული დღისთვის და შეეგუეთ იმ აზრს, რომ ყველაფერი პირველივე ცდაზე არ გამოვა. გეგმების განხორციელებისთვის სიმტკიცე უნდა გამოიჩინოთ. გადაწყვეტილებები ფრთხილად, მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით უნდა მიიღოთ. ამ დღეს აჩქარებას შეიძლება, სერიოზული შეცდომები მოჰყვეს.

ლომი

ამ დღეს ნებისმიერ საქმეში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. სხვების რჩევა ან დახმარება უფრო მეტ პრობლემას მოგიტანთ, ვიდრე სარგებელს. ადამიანებზე შესანიშნავ შთაბეჭდილებას ახდენთ და ეცადეთ, ეს თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ. ნუ დაივიწყებთ პირობას, რომელიც ახლობელ ადამიანს მიეცით – მისი შესრულების დროა.

ქალწული

ნაყოფიერი და პოზიტიური დღეა. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება ისეთ სასიამოვნო სიურპრიზს გპირდებათ, როგორზეც არც კი გიოცნებიათ. იმედს ნუ გაუცრუებთ მათ, ვისაც თქვენი რჩევა ან დახმარება სჭირდება – მალე შესაძლოა, დახმარება თავად დაგჭირდეთ. გადაწყვეტილების მიღებისას ასჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით.

სასწორი

მშვენიერი დღეა საქმიანი შეხვედრებისთვის. ეცადეთ, საჭირო ადამიანებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ და მიზნებს უფრო სწრაფად მიაღწევთ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას – დღეს ის ზუსტად მიგანიშნებთ მომხდარის ფარულ მნიშვნელობას.

მორიელი

დილიდან მიზეზებს ეძებთ, რომ მუშაობა თავიდან აიცილოთ. აუცილებელი არ არის, რომ ახალი, რთული პროექტები დაიწყოთ. აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი ტემპი და მიმდინარე საკითხები აუჩქარებლად მოაგვარეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, საღამო ხმაურიან, მხიარულ კამპანიაში გაატაროთ და ენერგიის დაიმუხტოთ. მომდევნო დღე ბევრად უფრო პოზიტიური იქნება.

მშვილდოსანი

პირად ურთიერთობებში ყველაფერი კარგადაა, მთავარია, საყვარელ ადამიანებს ყურადღებით უსმინოთ და მათ სურვილებს ანგარიში გაუწიოთ. თქვენი პიროვნული ხიბლი თანამოაზრეების პოვნასა და მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. ამ დღეს დაშვებული შეცდომების მომავალში გამოსწორება ძალიან რთული იქნება.

თხის რქა

გარშემო მყოფები თქვენს შემოქმედებით აზროვნებას ძალიან დააფასებენ და შესაძლოა, თანამშრომლობის მოგებიანი შეთავაზებები მიიღოთ. შუადღე ხელსაყრელი დროა მოლაპარაკებებისა და მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ოჯახში კონფლიქტური სიტუაციის შექმნა არ დაუშვათ.

მერწყული

გირჩევთ, თქვენს შინაგან ხმას უსმინოთ და ის გიკარნახებთ, ვინ ან რა უნდა იყოს ამჟამად თქვენთვის პრიორიტეტული. ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა დაგეხმარებათ შეძლოთ ის, რაც აქამდე მიუღწეველი გეგონათ. თუ შეთავაზებას მიიღებთ, პასუხის გაცემამდე კარგად დაფიქრდით, რათა სერიოზული შეცდომა არ დაუშვათ.

თევზები

ეს დღე ახალი პროექტების დასაწყებად არახელსაყრელია – შესაძლოა, საქმის ბოლომდე მისაყვანად ენერგია არ გეყოთ და შუა გზაზე მიატოვოთ. დღეს რაც არ უნდა აკეთოთ, ეცადეთ, ორმაგად ფრთხილად იმოქმედოთ და ყოველ მომდევნო ნაბიჯზე იფიქროთ. გამორიცხული არ არის, რომ საქმეში მალე ახალი მოკავშირეები იპოვოთ.