“საქართველომ ყველაზე მეტად დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი და ჩვენ ამის აღიარებას ველოდებით”-შალვა პაპუაშვილი
175
0
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველომ დაიმსახურა კანდიდატის წევრი ქვეყნის სტატუსი და სწორედ ამ ფაქტის აღიარებას ელიან ევროკომისიისგან.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, შარშან მიღებული გადაწყვეტილება არ იყო სწორი, რადგან საქართველო ბევრ ქვეყანას უსწრებს.
,,უარყოფით გადაწყვეტილებას ბევრი უარყოფითი შედეგი ექნება, შარშან მიღებული გადაწყვეტილება ბევრი განზომილებით არ იყო სწორი. საქართველო არის უფრო წინ, ვიდრე უკრაინა, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ამიტომ ჩვენთვის მთავარი მიზეზი კანდიდატი წევრის სტატუსის მონიჭებისა არის დამსახურებაში. საქართველომ ყველაზე მეტად დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი და ამის აღიარებას ველოდებით ჩვენ,’’ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.