1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ნუ ილაპარაკებთ ჩვენზე ცუდად მხოლოდ იმიტომ, რომ არ ვმონაწილეობთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში” – უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
“ნუ ილაპარაკებთ ჩვენზე ცუდად მხოლოდ იმიტომ, რომ არ ვმონაწილეობთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში” – უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

“ნუ ილაპარაკებთ ჩვენზე ცუდად მხოლოდ იმიტომ, რომ არ ვმონაწილეობთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში” – უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

810
0

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ ქვეყანა უკრაინას იარაღს არ აწვდის, რათა რუსეთმა არ დაბომბოს უკრაინის ზაკარპატიის ოლქი, რომელიც უნგრელებით არის დასახლებული. აღნიშნულის შესახებ პიტერ სიიარტომ „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„150 ათასი უნგრელი ცხოვრობს უკრაინის დასავლეთ ნაწილში. ცხადია, თუ ჩვენ გავაგზავნით იარაღს, ეს იქნება რუსებისთვის დაბომბვის მიზეზი. ჩვენ არ გვინდა, რომ მათ ესროლონ იმ რეგიონებს, სადაც უნგრელები ცხოვრობენ. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ უნგრეთისა და უნგრელების უსაფრთხოება“, – განაცხადა სიიარტომ.

 

სიიარტომ ასევე განაცხადა, რომ უნგრეთი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ჰუმანიტარული დატვირთვის წინაშე დგას.

 

„ჩვენ მივიღეთ 630 ათასი ლტოლვილი უკრაინიდან. კარგად ვზრუნავთ მათზე, ვთავაზობთ სამუშაოს, ვინც დიდხანს რჩება, ხოლო ბავშვებს განათლებას. არ ველოდებით, რომ ვინმე მადლობას გადაუხდის უნგრელებს, მაგრამ ველოდებით ერთ რამეს – ნუ მოახდენენ ჩვენს პროვოცირებას, ნუ დაგვადანაშაულებთ, ნუ ილაპარაკებთ ჩვენზე ცუდად მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, არ მივიღოთ მონაწილეობა იარაღის მიწოდებაში. რატომ? იმიტომ, რომ მეზობლები ვართ. ჩვენთვის მთავარი მიზანი არის არ ჩავერთოთ ამ ომში რაიმე ფორმით“, – განაცხადა მინისტრმა.

 

უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რუსული ენერგორესურსების იმპორტის აკრძალვაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ უნგრეთს სურს უარის თქმა, თუმცა ფიზიკურად არ შეუძლია, რადგან ვერ შეძლებს მათ ჩანაცვლებას სხვა რესურსებით.

 

„საკითხავია, შეგვიძლია თუ არა, შევცვალოთ რუსული გაზი და ნავთობი ქვეყანაში. ამ დროისთვის, ჩვენი პასუხია – არა. არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ იმიტომ, რომ ეს ფიზიკურად შეუძლებელია. ჩვენზე რუსული ენერგიის მიწოდების მცირე ნაწილი მოდის. ენერგიის მიწოდება არის ფიზიკური საკითხი და არა ფილოსოფიური. ქვეყანა ფიზიკურად ვერ შეძლებს საკმარისი რაოდენობით ნავთობის მიღებას“, – განაცხადა მინისტრმა.