1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია

541
0

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ყოველწლიური სესიის ბოლოს დეკლარაცია გამოაქვეყნა, რომელშიც  რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია და მიიღოს კონსტრუქციული მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში.

საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია ბირმინგემში 2-6 ივლისს გაიმართა.

დოკუმენტში ასევე გამოთქმულია „ღრმა მწუხარება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 2008 წლიდან არსებული მოუგვარებელი კონფლიქტის გამო და ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დებულებების სრულად შესრულების აუცილებლობას, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც გამოიცა 2021 წლის იანვარში“.

რეზოლუცია სთავაზობს შედეგზე ორიენტირებული შუამავლობის გააქტიურებას და არსებულ მექანიზმებზე დაფუძნებულ მოლაპარაკებებს კონფლიქტების მოგვარების მიზნით. დოკუმენტი ასევე მოუწოდებს კონფლიქტის მხარეებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და „ჩაერთონ დიალოგში, რათა მიაღწიონ ყოვლისმომცველ გრძელვადიან მშვიდობას უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის სუვერენიტეტის სრული პატივისცემით, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობით“.

დოკუმენტი  გმობს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული ვითარების დეგრადაციას რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონში – იქ მცხოვრები ხალხის ძირითადი თავისუფლებებისა და უფლებების დარღვევის შედეგად, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციას სხვადასხვა ფორმით, ასევე ორივე რეგიონში არსებული 23 ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ქართული მახასიათებლის განადგურებას და შეცვლას, რაც რეზოლუციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული „რუსიფიკაციის“ მიმდინარე ოკუპაციისა და პოლიტიკის პირდაპირი შედეგია.

რეზოლუციაში ასევე გამოთქმულია შეშფოთება რუსეთის ფედერაციის მიერ წარსულში განხორციელებული აგრესიული ძალადობრივი ქმედებებზე სხვა მონაწილე სახელმწიფოების მიმართ, მათ შორის საქართველოსა და მოლდოვის მიმართ.

„რუსეთის ფედერაცია მხარს უჭერს მიუღებელ პირობებს, რაც საშუალებას აძლევს მას კვლავ განახორციელოს ფაქტობრივი ოკუპაცია ან აკონტროლოს ამ მონაწილე სახელმწიფოების ტერიტორიის ნაწილი“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.