1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “თავდასხმების დროს რუსეთი იყენებს შიდა წარმოების, „შაჰედის“ უპილოტო საფრენი აპარატების უფრო იაფ და მსუბუქ ვერსიას” – ომის შემსწავლელი ინსტიტუტი
“თავდასხმების დროს რუსეთი იყენებს შიდა წარმოების, „შაჰედის“ უპილოტო საფრენი აპარატების უფრო იაფ და მსუბუქ ვერსიას” – ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

“თავდასხმების დროს რუსეთი იყენებს შიდა წარმოების, „შაჰედის“ უპილოტო საფრენი აპარატების უფრო იაფ და მსუბუქ ვერსიას” – ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

287
0

უკრაინაზე თავდასხმების დროს რუსეთი იყენებს შიდა წარმოების, „შაჰედის“ უპილოტო საფრენი აპარატების უფრო იაფ და მსუბუქ ვერსიას, რომელთა აღმოჩენა და ჩამოგდება უფრო რთულია, – ინფორმაციას ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ავრცელებს.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის განცხადებით, რუსულმა მედიამ გამოაქვეყნა ვარაუდი, რომ რუსეთის ჯარებმა კიევზე თავდასხმისას გამოიყენეს ახალი უპილოტო საფრენი აპარატები – Italmas-ი. მათივე ინფორმაციით, ამ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება უფრო იაფია.

რუსულმა წყაროებმა აღნიშნეს, რომ Italmas-ის დრონები უფრო მსუბუქია, ვიდრე „შაჰედები“ და მათი აღმოჩენა და ჩამოგდება უფრო რთულია.

მანამდე ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა აღნიშნა, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, ცდილობს, გააფართოოს უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების არსენალი უკრაინაზე თავდასხმისთვის. ვარაუდობენ, რომ Italmas-ის უპილოტო საფრენი აპარატები ამ ძალისხმევის ნაწილია.