ისრაელის არმია „ჰამასის“ კიდევ ერთი ლიდერის მკვლელობის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას
290
0
ისრაელის არმია „ჰამასის“ კიდევ ერთი ლიდერის მკვლელობის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, განადგურებულია ე.წ. ნუხბას დანაყოფის მეთაური, ბილალ ალ-ყედრა, რომელიც ქვეყნის სამხრეთის რაიონებში თავდასხმებს ხელმძღვანელობდა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰამასის“ და ისლამური ჯიჰადის კიდევ რამდენიმე ტერორისტი დაიღუპა ღამით ღაზის სექტორში საჰაერო თავდასხმების შედეგად.
ისრაელის არმიამ გასული ღამის განმავლობაში ღაზის სექტორში 100-ზე მეტი სამიზნე დაბომბა, მათ შორის „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრები, სამხედრო ბაზები, ათობით სარაკეტო გამშვები, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გამშვები პუნქტები და სადამკვირვებლო პუნქტები.