1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “არ ყოფილა შემთხვევა, რომ საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარი და ღამის გასათევი არ ჰქონოდათ”-ლაშა ჟვანია
“არ ყოფილა შემთხვევა, რომ საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარი და ღამის გასათევი არ ჰქონოდათ”-ლაშა ჟვანია

“არ ყოფილა შემთხვევა, რომ საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარი და ღამის გასათევი არ ჰქონოდათ”-ლაშა ჟვანია

200
0

ისრაელში საქართველოს ელჩის ლაშა ჟვანიას განცხადებით, არ ყოფილა შემთხვევა, რომ საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარი და ღამის გასათევი არ ჰქონოდათ.

მისივე თქმით, თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით 5 რეისი შესრულდა და მომდევნო დღეებში, რეისები კვლავ განხორციელდება.

„მოთხოვნა რეისებზე ჩვეულებრივ არის. ხვალ და ზეგაც იქნება რეისები. ბილეთები სხვადასხვა ავიაკომპანიაზე არის. მაგალითად, 12, 13, 14 რიცხვის ბილეთები ჯერ კიდევ თავისუფალია. როგორ წესი, მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები ცდილობენ, რომ ბავშვები ამ მდგომარეობას გამოარიდონ. ზოგადად, ისრაელის ცენტრში მშვიდი ვითარებაა,“ – აღნიშნა ჟვანიამ.

მისივე თქმით, საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კავშირზეა.

„სამი ცხელი ხაზი მუშაობს საელჩოში 24 საათის განმავლობაში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს მხოლოდ 13:00 საათამდე მუშაობს საელჩო და საკონსულო, რაც არასწორია. თუკი ვინმეს სჭირდება დახმარება თუნდაც თავშესაფრის, თუკი არ აქვს ღამის გასათენებელი, იგივე ავიარეისებთან დაკავშირებით, მაქსიმალურად ვაძლევთ კონსულტაციებს და ვცდილობთ, რომ დავეხმაროთ,“ – განაცხადა ჟვანიამ.