1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “უნგრეთი უკრაინას დახმარებას უწყვეტს”-Foreign Policy
“უნგრეთი უკრაინას დახმარებას უწყვეტს”-Foreign Policy

“უნგრეთი უკრაინას დახმარებას უწყვეტს”-Foreign Policy

883
0

“სანამ უკრაინა ატლანტის ოკეანის მიღმა მდებარე ნაპირზე – აშშ-ში და კანადაში მხარდაჭერას ეძებს, კიევი მოკავშირეებს თავის უშუალო სამეზობლოში კარგავს. ორშაბათს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტი უკრაინას მხარს არ დაუჭერს არცერთ საგარეო პოლიტიკურ (საერთაშორისო) საკითხში, სანამ კიევი უკრაინაში მცხოვრებ ეთნიკურ უნგრელებს მშობლიური ენით სარგებლობის უფლებას არ აღუდგენსო. როგორც ცნობილია, ვიქტორ ორბანი დიდი ხანია მკაცრად აკრიტიკებს უკრაინის მიერ 2027 წელს მიღებულ კანონს, რომელიც ეთნიკური უმცირესობების ენების გამოყენებას ზღუდავს, – ნათქვამია სტატიაში, რომელიც ცნობილი ამერიკული ჟურნალის „ფორინ პოლისის“ (Foreign Policy) ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სათაურით „უნგრეთი უკრაინას დახმარებას უწყვეტს: ბუდაპეშტი, რუსეთის მიმართ თავისი პოზიტიური დამოკიდებულებით, ნატოს და ევროკავშირს აღიზიანებს“ (ავტორი – ალექსანდრა შარპი).

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, უკრაინაში მცხოვრები ასი ათასი უნგრელისათვის მშობლიური ენაზე სწავლის უფლების წართმევით გამოხატული უკმაყოფილება ვიქტორ ორბანმა უკრაინას კიდევ ერთხელ აჩვენა, თანაც იმ დროს, როცა ევროკავშირი ემზადება უკრაინას პოტენციური წევრობის სტატუსი მიანიჭოს. ბლოკში გაწევრიანებისათვის მტკიცე გარანტიების მიღება კონსენსუსით მოხდება, ანუ მხარდაჭერა ერთსულოვანი უნდა და თუ ამ დროს უნგრეთი წინააღმდეგი იქნება, კიევს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დიდი პრობლემები გაუჩნდება.

„ვიქტორ ორბანის პოზიცია, რომელიც უკრაინაში მცხოვრები უნგრელების უფლებების დაცვის სურვილით არის განპირობებული, ალბათ, სადაო არ არის, მაგრამ მის ანტიუკრაინულ პოზიციას სხვა მიზეზებიც აქვს – მაგალითად ის, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ახლო ურთიერთობები აქვს რუსეთის პრეზიდენტთან. ამ ორ უკიდურესად მემარჯვენე ავტოკრატ პოლიტიკოსს ერთმანეთთან „ანათესავებს“ ერთნაირი მიდგომები, იდეოლოგია და ხედვები დასავლური ექსპანსიის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ბუდაპეშტი ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფის დივერსიფიცირებაზე მუშაობს, უნგრეთი ძველებურად არის დამოკიდებული მოსკოვზე – ნავთობისა და სხვა მნიშვნელოვანი რესურსების თვალსაზრისით.

ეს პირველად არ ხდება, როცა უნგრეთი უკრაინის წინააღმდეგ დემარშებს აკეთებს. ხშირად ვიქტორი ორბანის მიერ გადადგმული ნაბიჯები მოსკოვის ინტერესებს ემსახურება და კრემლის დასამშვიდებლადაა მიმართული, ვლადიმერ პუტინის სასარგებლოდ.

გავიხსენოთ, რომ რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უნგრეთმა კიევს უარი განუცხადა იარაღის მიწოდებაზე და უპირატესობა სამხედრო მხარდაჭერას კი არა, არამედ ჰუმანიტარულ დახმარებას მიანიჭა. მაგრამ ვიქტორ ორბანის მიერ გაკეთებული განცხადებით ჰუმანიტარული დახმარების საკითხიც საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც უნგრეთმა ევროკავშირს უსაყვედურა – რატომ მთხოვ უკრაინული ხორბლის იმპორტს ჩემს ტერიტორიაზე და „სოლიდარობის დერეფნის“ შექმნას ხორბლის ტრანზიტით გატარებისთვისო. როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, იგი არ დაუშვებს უკრაინული მარცვლეულის არც ტრანზიტს და არც შიდა ბაზარზე გაყიდვას, არ დააზარალებს საკუთარ ფერმერებს.

„ბრიუსელი გვარწმუნებდა, რომ უკრაინის ხორბლის გარეშე აფრიკის ქვეყნების მოსახლეობა შიმშილით დაიხოცებოდა“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა, – მაგრამ პირდაპირ ვიტყვი: ჩვენ მოგვატყუეს“. მას მხედველობაში ჰქონდა ის ფაქტი, რომ როცა შავი ზღვის „მარცვლეულის დერეფანს“ პრობლემები გაუჩნდა, უკრაინის ხორბალი საზღვარგარეთ ევროკავშირის ქვეყნების მეშვეობით უნდა გასულიყო, მაგრამ მისი მნიშვნელოვანი ნაწილი დანიშნულების ადგილზე არ ჩასულა: იაფ უკრაინულ ხორბალზე, რომელიც „დამშეული აფრიკელების“ დასაპურებლად იყო განკუთვნილი, ევროკავშირის მაძღარი ქვეყნებიც უარს არ ამბობდნენ“.

წყარო