სალომე ზურაბიშვილმა სრული სიგიჟე დაატრიალა მოქალაქეობაზე- კონსტიტუციას არღვევს! – თამარ ჩერგოლეიშვილი
733
0
“პოლიტიკური სპექტრი იდიოტების დოღია”- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს პრეზდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას.
„პოლიტიკური სპექტრი იდიოტების დოღია.
სალომე ზურაბიშვილმა სრული სიგიჟე დაატრიალა მოქალაქეობაზე.
კონსტიტუციას არღვევს!
თითქოს თუ გასამართლება უნდა ვინმეს, რუსეთის მოქალაქეს ვერ გაასამართლებს.
მე მაგიჟებს ეს ვულგარული უმეცრება!
უფალო მომეცი ღილაკი რომ დავაჭირო და ჩაირეცხონ!“ – წერს ჩეგოლეიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ამ ეტაპზე ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა.