1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “სამწუხაროდ, პრეზიდენტსა და ოპოზიციას განვიხილავთ ერთ ბანაკში, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის” – გურამ მაჭარაშვილი
“სამწუხაროდ, პრეზიდენტსა და ოპოზიციას განვიხილავთ ერთ ბანაკში, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის” – გურამ მაჭარაშვილი

“სამწუხაროდ, პრეზიდენტსა და ოპოზიციას განვიხილავთ ერთ ბანაკში, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის” – გურამ მაჭარაშვილი

514
0

ოპოზიცია პრეზიდენტს ეუბნებოდა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობიდან პარლამენტში წარდგენილი კანდიდატები უკან გაეწვია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასე რომ ვერ მოხდა, შემდეგ შტურმი სწორედ ამ კანდიდატებზე მიიტანეს.

„პრეზიდენტს არაფერს ეკითხებიან. ეს კანდიდატები თუ არ უნდოდათ, პრეზიდენტმა რატომ წარმოადგინა? რატომ არ ეკითხებიან? იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, პრეზიდენტი გადაბარგდა ოპოზიციის ბანაკში. მამუკა ხაზარაძემ პირდაპირ თქვა, სალომე ზურაბიშვილი ჩვენს ბანაკშიაო. სამწუხაროდ, პრეზიდენტსა და ოპოზიციას განვიხილავთ ერთ ბანაკში, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.