ჰავაიზე ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა
1.09K
0
ჰავაის მაუის კუნძულზე ტყის ხანძრებს მინიმუმ 36 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ინფორმაციას BBC-ი ოფიციალური პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ცხედრები ლაჰაინას დასახლების ტერიტორიაზე ხანძრის ქრობის და სამაშველო სამუშაოების დროს აღმოაჩინეს.
ამ დროის მონაცემებით, კუნძულ მაუიდან 11 400 ადამიანია ევაკუირებული. კიდევ ათასობით მოქალაქე კი ევაკუაციის მოლოდინშია.
როგორც ჰავაის ტრანსპორტის დეპარტამენტში განაცხადეს, კიდევ ორი ათასი ადამიანი კუნძულს პარასკევს დატოვებს.
კუნძულის ზოგიერთ რაინში შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება, არ მუშაობს მობილური ქსელები.
ჰავაის კუნძულ მაუიზე, ძლიერ ტყის ხანძარის სამ მასშტაბურ კერას ებრძვიან.