რეკორდული სიცხის გამო საბერძნეთის ტყეებში გაჩენილი ხანძარი ძლიერდება
666
0
რეკორდული სიცხის გამო საბერძნეთის ტყეებში გაჩენილი ხანძარი ძლიერდება. ქვეყნის ხელისუფლება იძულებული გახდა ათენთან ახლოს მდებარე დასახლება აგიოს-სოტირასიდან მცხოვრებთა უმეტესობა გაეხიზნა. ცეცხლი დასახლებულ პუნქტს მიუახლოვდა და რამდენიმე სახლსაც მოედო.
სტიქიის რეგიონში დამატებითი სამაშველო ბრიგადები გაგზავნეს. ცეცხლი დასახლებულ პუნქტებს კუნძულ როდოსსა და ლაკონიის მხარეშიც ემუქრება. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად, ხანძრის ახალი კერების წარმოქმნის საფრთხეც იზრდება.