1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “მარია არენა რიგით მეოთხე ევროპარლამენტარია, რომელთან დაკავშირებითაც პოლიციამ საგამოძიებო ქმედებები ჩაატარა”-გია აბაშიძე
“მარია არენა რიგით მეოთხე ევროპარლამენტარია, რომელთან დაკავშირებითაც პოლიციამ საგამოძიებო ქმედებები ჩაატარა”-გია აბაშიძე

“მარია არენა რიგით მეოთხე ევროპარლამენტარია, რომელთან დაკავშირებითაც პოლიციამ საგამოძიებო ქმედებები ჩაატარა”-გია აბაშიძე

175
0

“ევა კაილის, მარკ ტარაბელას და ანდრეა კოცოლინოს შემდეგ მარია არენა რიგით მეოთხე ევროპარლამენტარია, რომელთან დაკავშირებითაც პოლიციამ საგამოძიებო ქმედებები ჩაატარა”-ასე ეხმაურება, სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე გამოცემა POLITICO-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ბელგიის პოლიციამ „კატარგეითის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ევროპარლამენტარ მარია არენას სახლში ჩხრეკა ჩაატარა.

„ამას წინათ, ნაცსექტის ერთ-ერთმა ლობისტმა, უნამუსო ევროპარლამენტარმა ლიეტუვიდან პეტრას აუსტრევიჩუსმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „კოლექტიური ბანდა“ უწოდა, რითაც უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს ამომრჩევლებს.

თუმცა, რეალური ბანდა ევროპარლამენტშია და ამას ეტაპობრივად იძიებენ ბელგიის სამართალდამცველნი. ევროპის საკანონმდებლო ორგანოში აღმოჩენილია კორუფციის უპრეცედენტო კერა.

19 ივლისს, ბელგიის პოლიციამ Qatargate-ის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ევროპარლამენტარ მარია არენას სახლში ჩხრეკა ჩაატარა.

კორუფციულ სკანდალში მარია არენას რამდენიმე თანაპარტიელი ფიგურირებდა, თუმცა უშუალოდ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ და არც კი დაუკითხავთ.

ევა კაილის, მარკ ტარაბელას და ანდრეა კოცოლინოს შემდეგ მარია არენა რიგით მეოთხე ევროპარლამენტარია, რომელთან დაკავშირებითაც პოლიციამ საგამოძიებო ქმედებები ჩაატარა. ბრიუსელში, მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლაც ესწრებოდა. გამოძიება გრძელდება და ფართოვდება ეჭვმიტანილთა წრე…“ – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.