1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საქართველო Wanderlust-ის კონკურსში ევროპის ტურისტულად გამორჩეულ ქვეყნად დასახელდა
საქართველო Wanderlust-ის კონკურსში ევროპის ტურისტულად გამორჩეულ ქვეყნად დასახელდა

საქართველო Wanderlust-ის კონკურსში ევროპის ტურისტულად გამორჩეულ ქვეყნად დასახელდა

231
0

საქართველო Wanderlust-ის კონკურსში ევროპის ტურისტულად გამორჩეულ ქვეყნად დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონკურსში საქართველოსთან ერთად მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებებია წარმოდგენილი.

„გამარჯვებული Wanderlust-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდება.

ხმის მიცემის დროს, ავტომატურად ჩაერთვებით კონკურსში, რომელშიც Wanderlust £40,000 ღირებულების პრიზებს ათამაშებს.

ხმის მიცემა დაიწყო და 18 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

საქართველოს მხარდასაჭერად გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს.

ბრიტანული სამოგზაურო გამოცემა, Wanderlust კონკურსს ყოველწლიურად მართავს და საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს ასახელებს. Wanderlust მკითხველს მოგზაურობის დაგეგმვაში ეხმარება და ინფორმაციას უზიარებს ტურისტული მიმართულებების შესახებ“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.