1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “საქართველო დიდი ხანია, მზადაა ნატოსთვის. ახლა ნატოს მართებს ვაჟკაცობა, გაბედული ნაბიჯი გადადგას”-ირაკლი ზარქუა
“საქართველო დიდი ხანია, მზადაა ნატოსთვის. ახლა ნატოს მართებს ვაჟკაცობა, გაბედული ნაბიჯი გადადგას”-ირაკლი ზარქუა

“საქართველო დიდი ხანია, მზადაა ნატოსთვის. ახლა ნატოს მართებს ვაჟკაცობა, გაბედული ნაბიჯი გადადგას”-ირაკლი ზარქუა

162
0

საქართველო დიდი ხანია, მზადაა ნატოსთვის. ახლა ნატოს მართებს ვაჟკაცობა, გაბედული ნაბიჯი გადადგას, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ღია წერილს გამოეხმაურა.

„როდესაც ნატო მზად იქნება, ჩამოყალიბდებიან, მაშინ დაიწყება პროცედურები. არ ვაპირებ არასწორი მოლოდინების შექმნას. საქართველო დიდი ხანია, მზადაა ნატოსთვის. ახლა ნატოს მართებს ვაჟკაცობა, გაბედული ნაბიჯი გადადგას. საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა დაეკმაყოფილებინა სტანდარტები, მათ შორის ჯარის მოდერნიზაცია, საერთაშორისო მისიებში ჩვენი მაგარი ბიჭების გამოცდილება“, – აცხადებს ზარქუა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ღია წერილს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ საქართველო თითქოს შუშის კარს ეჯახება, ვინაიდან ნატოში საქართველოს წევრობის საწინააღმდეგო არგუმენტებიდან აღარაფერი დარჩა.