1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ეს არის არსებითი ნაბიჯი საქართველოში დეპოლარიზაციისკენ”- შარლ მიშელი ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზე
“ეს არის არსებითი ნაბიჯი საქართველოში დეპოლარიზაციისკენ”- შარლ მიშელი ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზე

“ეს არის არსებითი ნაბიჯი საქართველოში დეპოლარიზაციისკენ”- შარლ მიშელი ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზე

196
0

შარლ მიშელი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი.

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ, რაც არის არსებითი ნაბიჯი საქართველოში დეპოლარიზაციისკენ“, – აღნიშნულია პრესრელიზში.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა. ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა.