ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე მოძრაობა შეფერხებულია
190
0
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169 კმ-ზე ( რიკოთის მონაკვეთი) ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ადგილზე ჩამოსულმა მიწის შვავმა საავტომობილო მიმოსვლა შეაფერხა.
ამ დროისათვის მიმდინარეობს აქტიური გაწმენდითი სამუშაოები, რათა საავტომობილო მოძრაობა უმოკლეს ვადებში სრულად აღდგეს.