1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „ეს არის მოზარდებთან მიმართებით, ვერაგული, შეფარული, ყალბი ღირებულებების პროპაგანდა”- საპატრიარქო
„ეს არის მოზარდებთან მიმართებით, ვერაგული, შეფარული, ყალბი ღირებულებების პროპაგანდა”- საპატრიარქო

„ეს არის მოზარდებთან მიმართებით, ვერაგული, შეფარული, ყალბი ღირებულებების პროპაგანდა”- საპატრიარქო

161
0

„მაკდონალდსში“ „ჰეფი მილის“ მენიუში სასაჩუქრედ ლგბტ შინაარსის შემცველი წიგნების ტირაჟირებას საქართველოს საპატრიარქო განცხადებით ეხმაურება.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მაკდონალდის“ ქსელში ჰომოსექსუალური შინაარსის შემცველი საბავშვო-სასაჩუქრე წიგნების ტირაჟირება ხდება.

 

ჩვენდა სამწუხაროდ ეს ინფორმაცია დასტურდება. ამ ფაქტმა მოსახლეობაში გამოიწვია დიდი გულისწყრომა და მიგვაჩნია, რომ სამართლიანადაც.

ეს არის ყალბი ღირებულებების პროპაგანდა ისეთ ქვეყანაში, რომელიც თითქმის ორიათასწლოვანი სულიერი და კულტურული ქრისტიანული მემკვიდრეობით ცხოვრობს.

მეტიც ეს არის მოზარდებთან მიმართებით, ვერაგული და შეფარული ქმედება „მაკდონალდსის“ პასუხისმგებელი პირების მხრიდან.

რაც შეეხება საუბარს ჯანსაღ საკვებზე, რომელსაც შეფარვით სულიერი საწამლავი ერევა, არის კარგად გათვლილი მზაკვრობა!“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

ცნობისთვის, „მაკდონალდსში“ „ჰეფი მილის“ მენიუში სასაჩუქრედ გამოჩნდა წიგნი, რომელშიც მუსიკოს ელტონ ჯონის ცხოვრების შესახებ წერია. რამდენიმეგვერდიან წიგნში გადმოცემულია მუსიკოსისა და მისი სამოქალაქო პარტნიორის, დევიდ ფერნიშის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ.