1. Home
  2. სიახლეები
  3. მსოფლიო
  4. ჩეჩნურმა ბატალიონმა „ახმატმა“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმა
ჩეჩნურმა ბატალიონმა „ახმატმა“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმა

ჩეჩნურმა ბატალიონმა „ახმატმა“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმა

178
0

ჩეჩნურმა ბატალიონმა „ახმატმა“, რომელიც უკრაინაში რუსეთის არმიასთან ერთად საომარ მოქმედებებში მონაწილეობს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმა. რუსული მედიის ცნობით, შესაბამის ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის უწყება ავრცელებს.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს რუსეთის გენშტაბის უფროსის მოადგილემ, ალექსეი კიმმა და რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტის დირექტორმა, ადამ დაშაევმა.

რუსული მედიის ცნობით, კონტრაქტი განსაზღვრავს მოხალისეთა დანაყოფის, „ახმატის“ სამართლებრივ რეგულირებასა და საქმიანობას „სპეცოპერაციის ზონაში“, ასევე, ბატალიონის წევრებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სახელმწიფოს მიერ დადგენილი სოციალური დაცვის ზომებს.

მანამდე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც უკრაინაში, ფრონტზე მყოფ ყველა კერძო სამხედრო კომპანიას პირველ ივლისამდე ავალდებულებს, კონტრაქტები გააფორმონ თავდაცვის სამინისტროსთან, რაც მათ „აუცილებელ სამართლებრივ სტატუსს მიანიჭებს“. ეს განკარგულება ეხება ყველა „მოხალისეთა რაზმს“

მალევე, კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა უარი განაცხადა თავდაცვის უწყებასთან კონტრაქტის გაფორმებაზე.