1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ძნელი დასაჯერებელია, რომ ოპოზიციური პარტიის წამყვან კანდიდატს ბრალი წაუყენეს”
“ძნელი დასაჯერებელია, რომ ოპოზიციური პარტიის წამყვან კანდიდატს ბრალი წაუყენეს”

“ძნელი დასაჯერებელია, რომ ოპოზიციური პარტიის წამყვან კანდიდატს ბრალი წაუყენეს”

183
0

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით მისთვის ბრალის წაყენებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

„ძნელი დასაჯერებელია, რომ ოპოზიციური პარტიის წამყვან კანდიდატს ბრალი წაუყენეს. ეს მესამე მსოფლიოა“, – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ის გვერდზე.

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით ბრალდება 37 პუნქტის მიხედვით წარუდგინეს.

49-გვერდიან საბრალდებო დასკვნაში ფიგურირებს ისეთი პუნქტები, როგორებიცაა „საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვა“, „ყალბი ჩვენების მიცემა“, „შეთქმულება მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის მიზნით“.

თეთრი სახლის ყოფილი ლიდერი ბრალს არ აღიარებს და აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს პოლიტიკური მოტივით დევნაში ადანაშაულებს. მაიამის სასამართლოს წინაშე 76 წლის ტრამპი 13 ივნისს უნდა წარდგეს.