146
0
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქცია მიმდინარეობს ლოზუნგით „დაიცავი გამოხატვის თავისუფლება“.
აქციის მონაწილეები პარლამენტთან 2 ივნისს გამართული აქციის მონაწილეების დაკავებას აპროტესტებენ.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
შეგახსენებთ, გუშინ, 2 ივნისს, პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამის დაკავება გააპროტესტეს.
ოფიციალური ინფორმაციით, აქციაზე ადმინისტრაციული წესით, 3 პირი დააკავეს, მათ შორის, ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელიც მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.