რომის პაპმა ფრანცისკემ ქალებს სინოდის კრებაზე ხმის მიცემის უფლება მისცა
199
0
რომის პაპმა ფრანცისკემ ქალებს სინოდის კრებაზე ხმის მიცემის უფლება მისცა. ახალი რეგულაციებით, ისინი საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ოქტომბერში ჩანიშნულ სხდომაზე შეძლებენ.
კერძოდ, საუბარია ხუთ ქალ სასულიერო პირზე, რომელთაც მონაწილეობის უფლება ექნებათ. აქამდე ქალებს მხოლოდ დამკვირვებლის როლში შეეძლოთ შეკრებებზე დასწრება.
ასევე, ფრანცისკეს განკარგულებით, 70-მდე გაიზრდება იმ არასასულიერო წევრების რიცხვიც, რომელთაც ხმის მიცემის უფლება გააჩნიათ.
ამ ნაბიჯით პაპი ცდილობს, სინოდი გახდეს ნაკლებად საეკლესიო იერარქიული კრება. პაპი იმედოვნებს, რომ ამ 70 პირიდან ნახევარი მაინც ქალები იქნებიან.