1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “სააკაშვილის რეპრესიები 37 წლის საბჭოთა რეპრესიებს ედრება”- ნინო წილოსანი
“სააკაშვილის რეპრესიები 37 წლის საბჭოთა რეპრესიებს ედრება”- ნინო წილოსანი

“სააკაშვილის რეპრესიები 37 წლის საბჭოთა რეპრესიებს ედრება”- ნინო წილოსანი

218
0

მინდა, ვკითხო ადამიანებს პოლონეთში, რა არის მათთვის საქართველო, როცა სააკაშვილი რუსეთთან ბრძოლისთვის დააჯილდოვეთ, მაშინ, როცა ამ პერსონამ ყველაფერი, რაც საქართველოსთვის სტრატეგიული იყო, გადასცა რუსეთს. ახალი ტერიტორიები ოკუპანტს ჩააბარა და ამ ყველაფრის ფონზე შემდეგ საქართველოს მხრიდან რუსეთთან ომის დაწყების რეზოლუციას მოაწერა ხელი, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც წილოსანმა აღნიშნა, საქართველოში აღარ დაბრუნდება მიხეილ სააკაშვილის მმართველობა.

„სააკაშვილი არის პროდუქტი იმ მავნე მიდგომების, როდესაც დირექტიულად მოგაწვდიან რაღაც მოცემულობას და შენ თვალდახუჭული უნდა მიჰყვე და პროტესტიც კი არ გამოაცხადო. ასე ცდილობდა ის მთელი თავისი მმართველობის დროს თვალდახუჭული აგვეტანა ყველა ის დარღვევა უფლებებისა და დემოკრატიის ნგრევა, რომელსაც ის აკეთებდა და ვინც კი ამ ყველაფერს გააპროტესტებდა, რეპრესიები ჰქონდა გარანტირებული. თუ ვინმე იცნობს საქართველოს ისტორიას, ბოლო ასწლეულის ისტორიას, ალბათ დამეთანხმებით, რომ სააკაშვილის რეპრესიები ედრება 37 წლის საბჭოთა რეპრესიებს. და სწორედ ისევე, როგორც მახინჯიც იყო საბჭოთა მმართველობა და ფიქცია იყო მათი ყველა სისტემა რაც მოიგონეს, ასევე მახინჯი და ფიქცია იყო სააკაშვილის ვითომ დემოკრატია და მისთვის ადამიანის უფლებები. ფიქცია იყო მისი ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგაც, რადგან ყველაფერი რასაც ის აკეთებდა, ემსახურებოდა რუსეთის ინტერესებს. სწორედ ისევე, როგორც ვერ დაბრუნდება საბჭოთა მმართველობა საქართველოში, ასევე ვერ დააბრუნებთ სააკაშვილის რეჟიმს და მის დიქტატურას, იმიტომ რომ, ერი, რომელმაც მოახერხა შიდა და გარე დიქტატურისთვის ეთქვა უარი, არასდროს დაბრუნდება წარსულში“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.