ტაჯიკეთში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
844
0
ჩინეთის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, ტაჯიკეთში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ჩინეთის საზღვრიდან დაახლოებით 82 კილომეტრში იყო.
ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით , 2-3 ბალიანი სიძლიერის ბიძგები ალმათიშიც იგრძნობოდა.
გარდა ამისა, მიწისძვრამ უზბეკეთის დედაქალაქი ტაშკენტში 3-4 ბალი შეადგინა.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.