1. Home
  2. TOP სიახლე
  3. პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 11 პირი დააკავეს
პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

188
0

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 11 პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დაკავებული არიან: 1967 წელს დაბადებული დ.ე., 1974 წელს დაბადებული ნ.ბ., 1967 წელს დაბადებული გ.ც., 1988 წელს დაბადებული ნ.ო., 1982 წელს დაბადებული თ.შ., 1971 წელს დაბადებული დ.ხ., აგრეთვე, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევები – 1970 წელს დაბადებული ი.ჭ., 1981 წელს დაბადებული გ.ქ., 1980 წელს დაბადებული რ.კ., 1979 წელს დაბადებული ზ.კ., და 1964 წელს დაბადებული ნ.დ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში, ხიზანიშვილის, ჭირნახულისა და აგლაძის ქუჩებზე მდებარე სასტუმროების ნომრებს, კლიენტების მომსახურების მიზნით, შესაბამისი თანხის სანაცვლოდ, სისტემატურად გადასცემდნენ ქალებს, რომლებიც პროსტიტუციას ეწეოდნენ. აღნიშნული ქალები კი სექსუალური მომსახურეობის გაწევის შედეგად მიღებული ანაზღაურებიდან ბრალდებულებს გარკვეულ თანხას უხდიდნენ“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა, სასტუმროებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს. დანაშაულები ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.