1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

773
0

ვერძი

ხელსაყრელი დღეა განვლილი გზის შეფასებისა და მომავალზე ფიქრისთვის. დროა, უარი თქვათ თქვენს მოძველებულ შეხედულებებზე, რომლებიც ბევრისთვის ღიმილის მომგვრელია და თანამედროვეობის მოთხოვნებს მოერგოთ. ასაკით უფროსი ადამიანების რჩევები და ცხოვრებისეული გამოცდილება ძალიან დაგეხმარებათ.

კურო

მშვენიერი დღეა სოციალურ ღონისძიებებზე დასწრებისა და აქტიური ცხოვრებისთვის, ამიტომ თუ არსად გეპატიჟებიან, თავად მოიფიქრეთ, სად შეიძლება ოჯახთან, მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად წახვიდეთ. სავარაუდოდ, სამსახურში თქვენი ინიციატივა საყოველთაო მოწონებას დაიმსახურებს. ინტერნეტში მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომელიც შეიძლება ვირტუალურიდან რეალურ ურთიერთობაში გადაიზარდოს.

ტყუპები

სანამ მუშაობას დაიწყებთ, გირჩევთ, ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ, რათა შეცდომა არ გაგეპაროთ და შენიშვნა არ დაიმსახუროთ. გეჩვენებათ, რომ ამ დღეს ურთიერთობები როგორც სამსახურში, ისე სახლში ბუნდოვანი და გაუგებარია. თითქოს რაღაცაზე საუბრობთ და მსჯელობთ, მაგრამ შედეგი არ ჩანს. ოჯახის წევრი ან მეგობარი მგზავრობის ან მივლინებისთვის ემზადება და შეიძლება, თქვენი დახმარება დასჭირდეს.

კირჩხიბი

შეიძლება, ამ დღეს რაღაცის ან ვიღაცის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოთ. გრძნობთ, რომ საკუთარმა პრინციპებმა ჩიხში შეგიყვანათ, საიდანაც გამოსავალს ვერ ხედავთ. ხელსაყრელი დღეა რომანტიკული ურთიერთობებისთვის და ეცადეთ, ეს შესაძლებლობა სასარგებლოდ გამოიყენოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ადამიანებს, რომლებიც თქვენ და თქვენს შესაძლებლობებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ, ნებისმიერ თხოვნაზე უარით უპასუხოთ.

ლომი

პირად ან საქმიან ურთიერთობებში მოსალოდნელია გაუგებრობა, მოტყუება, ეშმაკობა, ილუზიები. თავიდან შეიძლება ვერც კი მიხვდეთ, რა ხდება. ეს საუკეთესო დღე არ არის ფინანსური საქმეების განხილვის, მსჯელობის ან დაგეგმვისთვის, სამაგიეროდ, ხელსაყრელი დღეა პირადი შეხვედრებისთვის. შესაძლოა, მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც გეგმავდით, მაგრამ ეცადეთ, მომხდარი რეალისტურად შეაფასოთ.

ქალწული

ისეთი განცდა გაქვთ, რომ ურთიერთობაში ყველაფრის თქმა და ბოლომდე გარკვევა ვერ შეძელით. ეს როგორც კოლეგებთან, ისე საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას ეხება. შესაძლოა, ამოცანები, რომლებსაც მენეჯმენტი დაგისვამთ, თქვენთვის ბოლომდე გასაგები არ იყოს. თუ ახლახან ექიმთან იყავით, ამ დღეს შეიძლება დიაგნოზის სისწორეში ეჭვი შეიტანოთ.

სასწორი

გირჩევთ, საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ და ექიმთან შეხვედრა დანიშნოთ. გახსოვდეთ, რომ თვითმკურნალობა, ზიანის გარდა, არაფერს მოგიტანთ. ეცადეთ, მედიკამენტებთან უფრო ფრთხილად იყოთ და რაც ხელში მოგყვებათ, ყველაფერი პირში არ ჩაიყაროთ. ხელსაყრელი დღეა საინტერესო საქმის დაწყებისთვის. შანსი გაქვთ, სპონსორი იპოვოთ, რომელიც თქვენს ბიზნესპროექტს დააფინანსებს.

მორიელი

კარგი დღეა სიყვარულისა და რომანტიკისთვის. თამამად იმოქმედეთ და თქვენთვის საინტერესო ადამიანებს შეხვდით. თუ ცდილობთ, გარშემო მყოფებს საკუთარი სიმართლე ყვირილით და აგრესიით დაუმტკიცოთ, უსიამოვნო შედეგებისთვისაც მზად უნდა იყოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს საყვარელ ადამიანებზე, როგორც არასდროს, ისე უნდა იზრუნოთ – ყურადღება მიაქციოთ, ესაუბროთ და გაახაროთ. ამ ადამიანებმა ყველაზე მძიმე წუთებში არ მიგატოვეს და დროა, მადლიერებით უპასუხოთ. ეცადეთ, დრო გამონახოთ და სახლი ძველი ნივთებისგან გაათავისუფლოთ.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მოლაპარაკებებისა და ურთიერთობისთვის. ძალების არასწორად განაწილება ბევრ პრობლემას მოგიტანთ, რაც თქვენს განწყობაზეც აისახება. ამიტომ გირჩევთ, ყველა საქმე კარგად დაგეგმოთ.

მერწყული

გირჩევთ, ძვირად ღირებულ შესყიდვებზე ჯერჯერობით უარი თქვათ, რათა მოტყუების მსხვერპლად არ იქცეთ. გამონახეთ დრო საყვარელი ადამიანისთვის. ერთმანეთის გვერდით ყოფნა დადებითი ემოციებით აგავსებთ და განწყობას აგიმაღლებთ. ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ნიჭიერმა მერწყულებმა შეიძლება შედევრი შექმნან.

თევზები

ამ დღეს განსაკუთრებით მგრძნობიარე ხართ, ამიტომ საინფორმაციო გამოშვებების ყურებას უნდა მოერიდოთ. გირჩევთ, მთელი დღე სიყვარულს და საკუთარ თავზე ზრუნვას დაუთმოთ. მოერიდეთ შოპინგს – შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეთ.