1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

800
0

ვერძი

ვერძმა იცის, რომ რთულ სიტუაციებში საყვარელი ადამიანები მარტო არ დატოვებენ და მხარს დაუჭერენ. მშვენიერია, მაგრამ ნურც თქვენ დაივიწყებთ საკუთარ პასუხისმგებლობას – საყვარელ ადამიანებს საოჯახო საქმეებში დაეხმარეთ და მათ ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღეთ. ამ დღეს ყველაზე მეტად თანამოაზრეების გუნდი გჭირდებათ – ინდივიდუალური მუშაობა ნაკლებად წარმატებული იქნება. საღამოს შესაძლებლობა გექნებათ, ძველ მეგობრებს შეხვდეთ და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.

კურო

ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება შორეულ ნათესავებს ან მოშორებით მცხოვრებ ახლობლებს უნდა მიაქციოთ. ეცადეთ, კავშირი არ გაწყვიტოთ ადამიანებთან, ვისთანაც სასიამოვნო მოგონებები გაკავშირებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პრინციპულად იმოქმედოთ და ექსპერიმენტების არ შეგეშინდეთ. თუ გაიგეთ, რომ ვიღაც თქვენ წინააღმდეგ ინტრიგებს ხლართავს, სკანდალს ნუ ატეხთ. უბრალოდ აგრძნობინეთ, რომ ყველაფერი იცით და მასთან ურთიერთობა დაასრულეთ.

ტყუპები

ამ დღეს ყველაფერი მარტომ, გარშემო მყოფთა დახმარების გარეშე უნდა აკეთოთ. ახლობელმა ადამიანებმა იმედები გაგიცრუეს და მათთან ურთიერთობა გიჭირთ. თუ შესაძლებელია, სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატარეთ, ისეირნეთ და სიმშვიდე აღიდგინეთ. მალე წყენა დავიწყებას მიეცემა და ურთიერთობას სუფთა ფურცლიდან დაიწყებთ.

კირჩხიბი

ყოველმხრივ ხელსაყრელი და წარმატებული დღეა. თუ მოინდომებთ, შეგიძლიათ ცხოვრების მიმართ დამოკიდებულება და განვითარების მიმართულება შეცვალოთ, ასევე, ახალი მიზნები აღმოაჩინოთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობაში და მათთან გულწრფელობას მოერიდეთ. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს – ეს სიტუაციის სწორად შეფასებასა და შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

ლომი

ვარსკვლავები გირჩევენ ურთიერთობის წრე ფრთხილად შეარჩიოთ და პირველივე შემხვედრთან პირად ცხოვრებაზე საუბარს მოერიდოთ. შესაძლოა, ვიღაცამ თავისი ცუდი განწყობა გადმოგცეთ და მთელი დღე უხალისოდ გაატაროთ. გირჩევთ, კოლეგების კრიტიკას მოერიდოთ და სხვა ადამიანების შეხედულებების მიმართ მეტი პატივისცემა გამოიჩინოთ. საღამოს საოჯახო საქმეების კეთება ემოციურ განტვირთვაში დაგეხმარებათ.

ქალწული

ცოტა ხნით სამუშაოს შესახებ უნდა დაივიწყოთ და საკუთარ თავს სრულფასოვანი დასვენების საშუალება მისცეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგროვილი დაღლილობა ახალ კვირას თავს იჩენს და მუშაობაში ხელს შეგიშლით. ვარსკვლავები ამბობენ, რომ 6 აპრილს შეიძლება ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთანაც კი გაგიჭირდეთ, ამიტომ ჯობია, საღამოს წიგნთან განმარტოვდეთ ან საყვარელ ფილმს უყუროთ.

სასწორი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე ახლობელი და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ, რადგან უცნობებთან ურთიერთობა გაღიზიანებას და დისკომფორტს გაგრძნობინებთ. სასურველია, რომ რთული სამუშაო კვირის შემდეგ ძალები სახლის კედლებში აღიდგინოთ. ეს ორმაგად სასარგებლო იქნება – გარემოსაც მოაწესრიგებთ და ემოციურადაც განიტვირთებით.

მორიელი

გამორიცხული არ არის, რომ აგრესიულმა ადამიანმა სიმშვიდე დაგირღვიოთ და განწყობა დიდი ხნით გაგიფუჭოთ. ეცადეთ, ურთიერთობისთვის მშვიდი და დადებითად მოაზროვნე ადამიანები შეარჩიოთ, რომლებმაც შეიძლება, რაღაც ახალი და საინტერესო გასწავლონ. პრობლემა, რომლის გამოც ძალიან განიცდით, შეიძლება თქვენი ჩარევის გარეშე მოგვარდეს, ამიტომ გირჩევთ, ყველაფერი თვითდინებაზე მიუშვათ და დამკვირვებლის პოზიცია დაიკავოთ.

მშვილდოსანი

ყურადღებით მოუსმინეთ ოჯახის უფროსი წევრების რჩევებს, რომლებიც შეიძლება რთულ დროს ძალიან გამოგადგეთ. მოერიდეთ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობას, რაც, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ. იზრუნეთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე – ზამთრის შემდეგ იმუნიტეტის გაძლიერების დროა.

თხის რქა

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს ურთიერთობები შეზღუდოთ და, ლაპარაკის ნაცვლად, მსმენელის როლში იყოს. ნუ ინერვიულებთ, თუ დაღლილობის გამო აზრების მკაფიოდ ჩამოყალიბება გიჭირთ და ახლობელ ადამიანებთან საერთო ენას ვერ პოულობთ. მთავარია, რომ ცხოვრების მიმართ დადებითი განწყობა შეინარჩუნოთ და დაწყებული საქმე დაასრულოთ.

მერწყული

გვერდით ნუ ჩაუვლით ადამიანს, რომელსაც თქვენი რჩევა ან დახმარება სჭირდება – შეიძლება ხვალ დახმარება თავად დაგჭირდეთ. მოერიდეთ კრიტიკულ შენიშვნებს, რათა თქვენთვის ძვირფასი ურთიერთობები არ დააზიანოთ. რთულ ვითარებაში გირჩევთ, ოჯახის წევრების მოსაზრებებს ყური დაუგდოთ – აუცილებლად მიიღებთ თქვენს კითხვებზე სწორ პასუხებს.

თევზები

შეწყვიტეთ გამუდმებით სხვებზე ფიქრი. ამ დღეს მხოლოდ საკუთარ თავზე და საჭიროებებზე უნდა უნდა იზრუნოთ. თქვენი საქმიანი თვისებებით შეიძლება ვიღაც გავლენიანი ადამიანი დაინტერესდეს. ეცადეთ, ნაკლები ისაუბროთ და მეტი უსმინოთ – ამ დღეს ჭკვიანურს ვერაფერს იტყვით. აკეთეთ ის, რაც კარგად გამოგდით. ეს დაგამშვიდებთ და საშუალებას მოგცემთ, დღე ჰარმონიულად დაასრულოთ.