1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა
  4. სტარტაპ ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით კონფერენცია „Meet THE Change“ გაიმართა
სტარტაპ ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით კონფერენცია „Meet THE Change“ გაიმართა
0

სტარტაპ ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით კონფერენცია „Meet THE Change“ გაიმართა

331
0

 

THE Crossroads სტარტაპ პლატფორმის ფარგლებში, კონფერენცია „Meet THE Change“ გაიმართა.

ღონისძიებაზე, რომელიც  სასტუმრო „Radisson“- ში ჩატარდა,   THE Crossroads-ის დამფუძნებელმა ნიკოლოზ კობახიძემ, საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ლინდა პერეირამ და THE Crossroads პლატფორმის მხარდამჭერმა საერთაშორისო ექსპერტებმა ინდუსტრიისათვის აქტუალურ თემებზე, სტარტაპ ინდუსტრიის განვითარებაში სახელმწიფოს როლზე, კერძო სექტორის ჩართულობის აუცილებლობასა და ბიზნეს ტურიზმის, როგორც სტრატეგიული ეკონომიკური აქსელერატორის განვითარების საჭიროებაზე ისაუბრეს.

ღონისძიებაში უცხოელ სტუმრებთან- ლისაბონის ბიზნეს  ინვესტორთა კლუბის პრეზიდენტთან იზაბელ ნევესთან და ამავე ფედერაციის ინვესტორ მიგელ ენრიკესთან ერთად, მონაწილეობა  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა მარიამ ქვრივიშვილმა და ირაკლი ნადარეიშვილმა, ასევე საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს  ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ  მიიღეს.   ამას გარდა, კონფერენციას ონლაინ  კაბო ვერდეს ციფრული ეკონომიკის და პროფესიული განათლების მინისტრის მოადგილე პედრო ლოპესი და პორტუგალიის ინოვაციების  მინისტრის ყოფილი მოადგილე ანა ლიმანი ჩაერთვნენ.

როგორც საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ლინდა პერეირამ განაცხადა, ღონისძიების მიზანი საქართველოში საერთაშორისო ექსპერტების მოზიდვა და მჭიდრო კავშირების დამყარებაა.

“ჩვენ გვსურს,  შევქმნათ პლათფორმა,  რომელიც ინოვაციების სფეროში მოღვაწე  ყველა მხარეს ერთმანეთთან დააკავშირებს და ურთიერთობების პერსონიფიცირებას მოახდენს.

ასევე ღონიძიების მიზანი, საქართველოში საერთაშორისო  მასშტაბის ექსპერტების მოზიდვაა.

ვმუშაობთ ყველა ინდუსტრიასთან, აქცენტს ვაკეთებთ  განათლებასა და მომავალზე. ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ The Crossroads პლათფორმა სწორედ   საქართველოში შეიქმნა, რადგან  სექტორის განვითარებისთვის  რეგიონის მასშტაბით საქართველოს გავლენა მნიშვნელოვანია.  პლათფორმამ ფუნქციონირება დაიწყო საქართველოში, მაგრამ ის მთელს ევროპაში გავრცელდება” – განაცხადა ლინდა პერეირამ. მისივე თქმით,  მნიშვნელოვანია ისიც,  რომ წამოწყება  კერძო სექტორს ეკუთვნის, თუმცა მასში სახელმწიფოც ჩაერთო.   “სახელმწიფოს  მხარდაჭერა  ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ პლათფორმას მნიშვნელოვანად გააძლიერებს. აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ინტერესი ძალიან დიდია” – განაცხადა ლინდა პერეირამ.

ახალბედა სტარტაბებისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის ღონისძიების მნიშვნელობაზე The Crossroads-ის ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელმა ნონო ლორთქიფანიძემაც ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს ტექნოლოგიური ინდუსტრიის მიმართ საერთაშორისო ექსპერტების  დაინტერესება ძალიან დიდია.  “დღევანდელ კონფერენციაზე მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა  თავიანთი გამოცდილება გაგვიზიარეს და მოგვაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ხდებოდა მათ ქვეყანაში ჩვენი მსგავსი ინდუსტრიების განვითარება. ვფიქრობ, ინვესტიციების მოზიდვა და ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარება,  ქვეყნის ეკონომიკისთვის კიდევ ერთი, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ინტერესი და მხარდაჭერა, რაც სახელმწიფოს და კერძო სექტორის მხრიდან გვაქვს”- განაცხადა ნინო ლორთქიფანიძემ.

შეგახსენებთ, პროექტი THE Crossroads საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის ხელშესაწყობად დაიწყო.

პროექტის მიზანი, როგორც სტარტაპებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნაა.  გლობალური პლატფორმა მსოფლიოში წარმატებულ სტარტაპებს, სპიკერებს, ინვესტორებს, ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ კომპანიებს და ექსპერტებს აერთიანებს, რათა ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას შეუწყოს ხელი.