1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

288
0

ვერძი

არ არის გამორიცხული, რომ საკუთარი სიტყვებსა თუ ქმედებებზე ვინმესთვის ანგარიშის ჩაბარება მოგიწიოთ. სავარაუდოდ, ერთგვარი შემოწმება გელით, თუმცა, რაც არ უნდა უსიამოვნო იყოს, მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, საკუთარ პოზიციას შესანიშნავად ახსნით, მაგრამ თუ მაკონტროლებლებთან დავას დაიწყებთ, საქმის გარჩევა ძალიან დიდხანს გაჭიანურდება.

კურო

ამ დღეს დიპლომატიური უნარების სრულად გამოვლენა დაგჭირდებათ. იმდენად დელიკატური საკითხების მოგვარება მოგიწევთ, რომ ამის ხმამაღლა თქმაც კი მოგერიდებათ. თუ სხვა ადამიანების გრძნობებს ანგარიშს არ გაუწევთ, ნებისმიერ მოლაპარაკებას ჩაშლით და საკუთარ თავსაც უამრავ პრობლემას შეუქმნით. წარმატებას მხოლოდ მაქსიმალური ტაქტისა და მოთმინების გამოვლენით მიაღწევთ.

ტყუპები

ბედს ნუ ეთამაშებით, თორემ შეიძლება წააგოთ. თუ ოდესმე რამე ინფორმაციის დამალვა ან დამახინჯება სცადეთ, ამ დღეს შეიძლება თქვენი საიდუმლო გამჟღავნდეს. გაითვალისწინეთ, რომ სანერვიულო მხოლოდ იმ ტყუპებს აქვთ, რომლებიც რაღაცას მალავენ, დანარჩენებისთვის კი ჩვეულებრივი დღე იქნება.

კირჩხიბი

შეიძლება დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლისა და მომრიგებლის როლი შეასრულოთ. ვითარება თქვენს გარშემო იდეალურისგან შორსაა – გარშემო მყოფები, მათ შორის, ახლობლები შეიძლება ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. კირჩხიბი, შეეცდება, გაუგებრობა აღმოფხვრას, თუმცა მზად იყავით იმისთვის, რომ ეს ადვილი არ იქნება.

ლომი

წინსვლისა და განვითარებისთვის აუცილებელია, რომ შეჩერდეთ და საკუთარი ქმედებები შეაფასოთ. შესაძლოა, ეს დამოუკიდებლად ან სხვების დახმარებით გააკეთოთ. გახსოვდეთ, რომ კონსტრუქციული კრიტიკა საჭირო და სასარგებლოა, მაშინაც კი, თუ ეს არასასიამოვნოა.

ქალწული

ეცადეთ, სტერეოტიპებისგან გათავისუფლდეთ. ეს დღე კარგ შესაძლებლობებს გთავაზობთ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ თამამად და მონდომებით იმოქმედებთ. გარშემო მყოფები თქვენს რევოლუციურ იდეებს შეაფასებენ და დააფასებენ! სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კონსერვატიული როლი სათქვენო არაა. ცხოვრება თქვენგან ახალ იდეებს ელის.

სასწორი

შეიძლება მთელი დღე მოანდომოთ საკითხის გარკვევას, რომელიც მოულოდნელად მნიშვნელოვნად მოგეჩვენებათ. ეს პირად ურთიერთობას ან რაღაც სიახლეს ეხება. სიმართლის ძიების დროს გამორიცხული არ არის, რომ ვიღაც ძალიან გააბრაზოთ და გააღიზიანოთ.

მორიელი

ამ დღეს შეიძლება ცხოვრებაში დაშვებული ყველა შეცდომა და მისი შედეგი ერთად გაიხსენოთ. გამორიცხული არ არის, რომ სიტუაცია განმეორდეს, რაც დეჟავიუს განცდას გამოიწვევს. გახსოვდეთ, ახალი შეცდომების თავიდან აცილება მხოლოდ ძველ გამოცდილებას შეუძლია, ამიტომ ძველ შეცდომებზე თვალი არ უნდა დახუჭოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს შეიძლება შინაგანი კონფლიქტის განცდა გაგიჩნდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ შეჩერდეთ და საკუთარ გრძნობებში გარკვევა სცადოთ ან საკუთარი ეჭვების შესახებ ახლობელ ადამიანებს უამბოთ.

თხის რქა

ამ დღეს გარშემომყოფები თქვენ მიმართ ძალიან კრიტიკულად არიან განწყობილნი, ამიტომ ეცადეთ, ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ვერავინ ვერაფერში მოგედავოთ. განსაკუთრებით მოერიდეთ ახალი იდეებისა და ინიციატივების წარდგენას, რათა საყოველთაო რისხვა არ დაგატყდეთ.

მერწყული

ყურადღებას ნუ მოადუნებთ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენს მოტყუებას არავინ ცდილობს, მხოლოდ სხვა ადამიანების პატიოსნების იმედად მაინც არ უნდა დარჩეთ. კარგი დღეა მოლაპარაკებებისა და რისკის შემცველი გარიგებებისთვის.

თევზები

გირჩევთ, სამომავლო გეგმებს გადახედოთ. იქნებ შეცდომა დაუშვით და დიდი ხანია, არასწორ გზას მიჰყვებით? ეცადეთ, პერიოდულად საკუთარ ქმედებებს გადახედოთ და რეალობას მოარგოთ. გათავისუფლდით ილუზიებისგან, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით.