1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ჩაიარა 2003 წელს დაძრულმა მიშას მატარებელმა – ზაალ ანჯაფარიძე
ჩაიარა 2003 წელს დაძრულმა მიშას მატარებელმა – ზაალ ანჯაფარიძე

ჩაიარა 2003 წელს დაძრულმა მიშას მატარებელმა – ზაალ ანჯაფარიძე

336
0

“ისე, ძალიან მინდა რომ მიშას მხარდასაჭერ დღევანდელ მწირზე მწირ აქციას კარგად შეხედონ დასავლეთის იმ  წრეებმა, ვინც რეალურად გეგმავს და იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოსთან მიმართებაში,” – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე დღეს, ნაციონალური მოძრაობის მიერ გამართულ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას.

როგორც ანჯაფარიძე წერს, სააკაშვილის დრო უკვე გასულია.

“ისე, ძალიან მინდა რომ მიშას მხარდასაჭერ დღევანდელ მწირზე მწირ აქციას კარგად შეხედონ დასავლეთის იმ  წრეებმა, ვინც რეალურად გეგმავს და იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოსთან მიმართებაში. 

კარგად შეხედონ და შეაფასონ იმათ, ვინც ეხლა სააკაშვილის გათავისუფლებაზე აწვება ხელისუფლებას, რადგანაც შეიძლება ჯერ კიდევ იმედოვნებს სააკაშვილის როგორც რესურსის/ინსტრუმენტის გამოყენებას აქ ხელისუფლების შესაცვლელად. 

არაფერი გამოუვათ, ჩაიარა 2003 წელს დაძრულმა მიშას მატარებელმა, ხალხს რომ პლაცკარტზე ეპატიჟებოდა, რადგანაც კუპეები უკვე ნაცელიტას ჰქონდა დაკავებული.  

დგას ეს მატარებელი ეხლა დეპოში და იჟანგება 2012 წლიდან მოყოლებული,” – წერს ანჯაფარიძე.