1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

939
0

ვერძი

დილიდან სიზარმაცეს ებრძვით, რომ ამ დღეს დაგეგმილი საქმეების დასრულება შეძლოთ. ყურადღებას ნუ მოადუნებთ – ვიღაც თქვენ მოტყუებას ცდილობს, ამიტომ შესრულებული სამუშაო კარგად უნდა შეამოწმოთ. მოერიდეთ ჭორაობას და უსარგებლო საუბრებს, განსაკუთრებით სამსახურში. სასურველია საღამო სახლში, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ.

კურო

სანამ ახალ საქმეს დაიწყებთ, ძველი უნდა დაასრულოთ, რომელსაც მუდმივად სამომავლოდ ინახავთ. არახელსაყრელი გარემოებები შესაძლებლობას მოგცემთ, რომ თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ და საკუთარ თავში დაფარული ნიჭი აღმოაჩინოთ. მოერიდეთ უხეშობას საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას, მით უმეტეს, რომ ამის მიზეზიც არ გაქვთ.

ტყუპები

კარგი განწყობა და მებრძოლი სულისკვეთება დაგეხმარებათ, მნიშვნელოვან საქმეში გარღვევა მოახდინოთ და კოლეგების ყურადღება დაიმსახუროთ. ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და ნუ დაგეგმავთ იმას, რისი გაკეთებაც არ შეგიძლიათ. ვარსკვლავების მხარდაჭერა სირთულეების გადალახვაში დაგეხმარებათ, ამიტომ შეგიძლიათ, საღამოს დაისვენოთ ან მეგობრების გარემოცვაში გაერთოთ.

კირჩხიბი

ახალ გარემოებებთან შესაგუებლად შეიძლება კომფორტის ზონიდან გასვლა და დიპლომატიური თვისებების გამოვლენა მოგიწიოთ, მაგრამ მიღებული გამოცდილება სამომავლოდ ძალიან დაგეხმარებათ. 4 აპრილს საინტერესო ადამიანების გაცნობის ან შემოსავლის მიღების შანსი გექნებათ, რომელიც უნდა გამოიყენოთ. მოერიდეთ ნებისმიერ კამათს და ორაზროვან ხუმრობას.

ლომი

გამორიცხული არ არის, რომ ფეთქებადი ხასიათის გამო საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გაიფუჭოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ემოციები აკონტროლოთ და, სანამ რაიმეს იტყვით, ათამდე დაითვალოთ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგების წყალობით, ეს დღე ახალ, საინტერესო შესაძლებლობებს გპირდებათ, ამიტომ სახლიდან უნდა გახვიდეთ და ახალი ადამიანები გაიცნოთ.

ქალწული

რაც უფრო მეტს ისაუბრებთ თქვენი წარმატებებისა და საინტერესო გეგმებისა შესახებ, მით უფრო მაღალია მოგებიანი შეთავაზების მიღების შანსი. ნუ მოგერიდებათ საკუთარი ნიჭისა და საქმიანი თვისებების გამოვლენა. ზოგჯერ თვითრეკლამა საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ხელსაყრელი დროა ახალი პროექტის დასაწყებად, რომელზედაც დიდი ხანია ფიქრობთ. თუ მოსალოდნელ რისკებს გაითვალისწინებთ, შეიძლება შეცდომები თავიდან აიცილოთ.

სასწორი

დღის პირველ ნახევარში უცნობ ადამიანებთან ურთიერთობისას სიფრთხილე და წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ არასწორი ინფორმაციით თქვენი მოტყუება სცადოს. უახლოეს მომავალში გაუთვალისწინებელი ხარჯი გელით, ამიტომ კარგი იქნება, თუკი შემოსავლის ახალ წყაროებს მოიძიებთ. გირჩევთ, საღამოს ოჯახთან ერთად მნიშვნელოვანი საკითხები განიხილოთ.

მორიელი

რთული და დაძაბული დილა გელით, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, საყვარელ ადამიანებთან არ უნდა იჩხუბოთ. მუშაობის დროს წვრილმანებს ყურადღება მიაქციეთ და ნუ აჩქარდებით, რათა უახლოესი დღეები საკუთარი შეცდომების გამოსწორებას არ მოანდომოთ. საღამოს სუფთა ჰაერზე სეირნობა სტრესისგან გაგათავისუფლებთ.

მშვილდოსანი

სიმშვიდისა და თავდაჯერებისთვის სამუშაო ადგილის მოწესრიგება, ზედმეტი ნივთებისა თუ ფიქრებისგან გათავისუფლება გჭირდებათ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ თუ მეტს იაქტიურებთ, თქვენ წინაშე გაიხსნება კარი, რომელიც დიდხანს დაკეტილი იყო. აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები, რათა ვიღაცას დაუმსახურებლად გული არ ატკინოთ. პირად ურთიერთობებში ეძებეთ კომპრომისები და საყვარელ ადამიანებზე ზეწოლას მოერიდეთ.

თხის რქა

ისეთი განცდა გაქვთ, რომ ვიღაცამ მკაცრი შეზღუდვები დაგიწესათ და საკუთარ დროსა და რესურსებს თავისუფლად ვერ მართავთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს არავის ენდოთ, რადგან ვიღაც თქვენით მანიპულირებას და საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობს. ეცადეთ წარსულთან შეხვედრისას ძველი შეცდომები არ გაიმეოროთ.

მერწყული

ამ დღეს ემოციური ფონი მომატებულია, ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ კოლეგასთან ურთიერთობის გარკვევა სცადოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ვითარება არ გაამწვავოთ და ყურადღება მუშაობაზე გადაიტანოთ. წარმატება ადვილად არ მოდის, მაგრამ წინააღმდეგობები არ გაშინებთ და მზად ხართ, დაძლიოთ.

თევზები

კარგი დღეა თვითანალიზისა და შესრულებული სამუშაოს შეფასებისთვის. დაფიქრდით, იქნებ თქვენს გეგმებს შეცვლა ან შესწორება სჭირდება. უსარგებლო საუბრებში დრო რომ არ დაკარგოთ, ეცადეთ განმარტოებით იმუშაოთ. განსაკუთრებული ყურადღება ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანებს უნდა მიაქციოთ. ოპტიმიზმი და პოზიტიური განწყობა გეგმის განხორციელებაში დაგეხმარებათ.